ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

ნათია თურნავამ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა.

ღია სესია ასევე მოიცავდა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტის, სერჰატ ქოსალის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC) დაკავშირებული ორგანოების და დამკვირვებელი ინსტიტუტების გამოსვლებს.

ნათია თურნავას განცხადებით, გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა გასული წლები რთულად გადასალახი გახადა, განსაკუთრებით ამ ბანკისთვის, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, პატივისცემით ვახსენოთ ბანკისა და მისი პასუხისმგებელი აქციონერების ძალისხმევა. მჯერა, რომ აქციონერები გააგრძელებენ ამ პროცესის მართვას იმავე პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და ერთგულებით, რაც აქამდე ახასიათებდა ჩვენს საერთო ძალისხმევას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სომხეთში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

BSTDB-ს მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმის ძირითადი სადისკუსიო თემები შავი ზღვის რეგიონში მცირე ეკონომიკებისთვის მდგრადობის მხარდაჭერას და BSTDB-სთან პარტნიორობის ფარგლებში შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარებას უკავშირდებოდა.

ბიზნესფორუმი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის საზეიმო მიმართვით გაიხსნა.

ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი და რუმინეთი. BSTDB ხელს უწყობს თავისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს

საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი, ასევე ჰელსინკის კომისიის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია: „საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს“.„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. ჩინეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს აქვს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„შვილმა, კორპუსის სადარბაზოში, მამას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა…“ – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მამის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს და პროკურორებს – ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით – ჩემი თხოვნაა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს,...

მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.როგორც ანდრო ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.„მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ ეს ჩემი აზრია, ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას „ჩვენ”, რადგან არ მაქვს ამის უფლება. დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას. ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ…შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს",-აღნიშნა ჭიჭინაძემ.მისივე თქმით, „არც ერთმა დაზარალებულმა და თვითმხილველმა არ თქვა რომ მისი ქმედებით დაზიანება მიიღო“.„არც ერთმა დაზარალებულმა თვითმხილველმა არ თქვა, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა საფრთხე შეექმნა ვინმეს, ასეთი ადამიანი არ არსებობს...ჯგუფურობაზე არაფერს ვიტყვი მოგონილია“,-აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.მისივე თქმით, არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ვისაც შეეძლო ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს.„ამის პიკი იყო წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებამ კარგად დაიწყო ამ ინსტიტუტის გაჯანსაღება, საბოლოო ჯამში გადასარევად გაგრძელდა იგივე, რაც იქამდე ხდებოდა, დღეს სასამართლოს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება...პირველ სამ აღკვეთზე მოსამართლეებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომელ მოწმეების ზემოქმედებაზე და დანაშაულის განმეორებაზეა საუბარი? მიმალვა თავიდანვე მოიხსნა, თუმცა სამივე მიზეზი არარელევანტური იქნებოდა... როგორ უნდა მემოქმედა მოწმეებზე, როცა პროკურატურა აკეთებდა ამას...შეიძლება 40 კაცს, რომლებიც აქ იყვნენ და არ იცნობდნენ ერთმანეთს, თეორიულად წარმოგიდგენთ, რომ ერთი და იგივე აზრი მოუვიდეს თავში“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ, რომლის საბოლოო სიტყვას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

თბილისის მერია 2026 წლიდან ისტორიული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს

2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.„ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა. პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ერთად, პარტნიორობითა და ნდობით მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის იდეაც ვიცე-მერს, გიორგი ტყემელაძეს ეკუთვნის. კერძოდ, ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლება ისტორიულ თბილისში. თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალოტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.„გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება და ამ შესაძლებლობას უამრავი ადამიანი გამოიყენებს. ამ გზით ჩვენ ვაღწევთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს: ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენი ისტორიული არეალების უნიკალურობასა და ავთენტურობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პაატა მანჯგალაძე – 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე

ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მანჯგალაძის თქმით, 4 ოქტომბერს ყველა უნდა გავიდეს რუსთაველზე.„რეჟიმს ეშინია, ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ბევრ სატყუარას შემოგვიგდებენ, რომ 4 ოქტომბრის განკითხვის და გამარჯვების დღეს როგორმე კვამლის ფარდა ჩამოაფარონ. გუშინ უსმინეთ ლევან ხაბეშვილს და ბატონ პაატა ბურჭულაძეს? რას არ ეთანხმებით? რა არ მოგეწონათ? ვის აქვს უფრო მარტივი და ცხადი გეგმა? ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს. წულუკიანის დასკვნა სინამდვილეში მათი საბრალდებო დასკვნაა, მტრის სურვილი, უკუღმა დანახული სიმართლე, რომელსაც საქართველო არ მიიღებს. ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე. მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ბოლო სიახლეები