მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე E ჯგუფში საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია.
13 დეკემბერს ციურიხში, ფიფა-ს ოფისში გამართული წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მუნდიალზე მოსახვედრად ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ერთა ლიგაზე ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.
საქართველოს ნაკრები პირველ ორ მატჩს თურქეთთან და ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე გამართავს, ბოლო ტურში კი ბულგარეთს სტუმრად შეხვდება. ყველა მატჩი 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
პირველი ტური – 4 სექტემბერი
საქართველო – თურქეთი
ბულგარეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები
მეორე ტური – 7 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი
თურქეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები
მესამე ტური – 11 ოქტომბერი
ბულგარეთი – თურქეთი
ესპანეთი/ნიდერლანდები – საქართველო
მეოთხე ტური – 14 ოქტომბერი
თურქეთი – საქართველო
ესპანეთი/ნიდერლანდები – ბულგარეთი
მეხუთე ტური – 15 ნოემბერი
საქართველო – ესპანეთი/ნიდერლანდები
თურქეთი – ბულგარეთი
მეექვსე ტური – 18 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო
ესპანეთი/ნიდერლანდები – თურქეთი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან 12 ჯგუფის 12 გამარჯვებული მოხვდება, ხოლო 12 მეორეადგილოსანს პლეი ოფში ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება და ისინი მუნდიალზე გასვლას ამ გზით ეცდებიან.