კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპის მესამე ტური გრძელდება. D ჯგუფში ერთმანეთს ტუნისი და საფრანგეთი და ავსტრალია და დანია დაუპირისპირდნენ.
ტუნისისა და საფრანგეთის შეხვედრა ანგარიშით 1-0 დასრულდა, იგივე ანგარიშით ავსტრალიამ დანია დაამარცხა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე საფრანგეთი (6 ქულა) და ავსტრალია (6 ქულა) გადავიდნენ.