ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს კაცები – +100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები +78 კგ-ში გამოვლენ.

ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება.

ქალების ტურნირზე სოფიო სომხიშვილის (+78კგ) პირველი მეტოქე კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი იქნება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძე (90 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გველესიანის ემოციური მიმართვა ირანელ გულშემატკივრებს -გველესიანმა კარიერის 8 წელი ირანში გაატარა

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი, რომელსაც ირანში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ირანელ ხალხს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს."ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და ირანელი ხალხის მიმართ მხოლოდ თბილ და პატივისცემით სავსე მოგონებებს ვატარებ.არ მსურს პოლიტიკური ტერმინებით საუბარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უდანაშაულო მოქალაქეთა კეთილდღეობაა ყველა მხარეს. მათ ვუსურვებ მშვიდობას, უსაფრთხოებას და ძალას, მთელი გულით. ღრმა პატივისცემითა და სოლიდარობით, გიორგი გველესიანი.", - - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.თავად გიორგი და მისი ოჯახი ამჟამად ირანში არ იმყოფებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა, გველესიანი ევროპაშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

თეთრი სახლი ირანთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმაგანაცხადა.„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების არსებითი შანსი, რომელიც, შესაძლოა, შედგეს ან არ შედგეს ირანთან უახლოეს მომავალში, მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა მოქმედებებში მომდევნო ორ კვირაში“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც ლევიტმა წაიკითხა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმა, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი

„სწავლების პრაქტიკული მეთოდი, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის მიღებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ითვალისწინებს, სტუდენტებისთვის მრავალმხრივად ეფექტურია. მსგავსი ფორმატის სემინარები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გადმოტანას პრაქტიკაში, აძლიერებს სტუდენტების პროფესიულ თვითდაჯერებულობასა და მოტივაციას, უზრუნველყოფს მათ შეხებას ინდუსტრიაში მოქმედ პროფესიონალებთან, აფართოებს წარმოდგენას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის რეალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე, სტუდენტებს უფრო პრაქტიკული და კონკურენტუნარიანი უნარებით მომავალი დასაქმებისთვის ამზადებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების - მთის მდგრადი განვითარების, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს, სალექციო კურსის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა როგორც შემეცნებით მიმართულებას, ასევე, სასტუმროს ინტერიერის დათვალიერებას და აქტიური ვაკანსიების გაცნობას.სტუ-ის სასწავლო პრცესების მართვის სამსხურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარებულ სემინარზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებს, მომსახურების კულტურასა და მართვის პროცესებს უშუალოდ იმ სივრცეში, სადაც ეს პრაქტიკა ყოველდღიურად ხორციელდება. ნატო ქათამაძის თქმით, სწავლების ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ, საქართველოს ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის, რადგან ის ზრდის მომავალი კადრების ხარისხსა და სექტორისადმი მათი პასუხისმგებლობის განცდას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი. სწორედ ამ მიზნით ვეწვით სასტუმროების ქსელის „თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, მოქსი თბილისი“ ერთერთ სასტუმროს „თბილისი მარიოტს“. დიდი მადლობა სწავლებისა და განვითარების მენეჯერს ქალბატონ ქეთევან წერეთელს, საინტერესო ტურისთვის. სტუდენტებმა მოისმინეს სასტუმროს მუშაობის სფეციპიკა, დაათვალიერეს სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები და გაეცვნენ სასტუმროში არსებულ აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის როგორც ინფორმაციის მიღების, სამუშაობის სფეციფიკის გაცნობის ისე მათი დასაქმების მიმართულებით. ადგილზევე გამოიკვეთა ჩვენი ორი სტუდენტის მიმართ ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი შეთანხმება დადებითად გადაწყდება”, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

კახა ბექაური – მოტივირებული ვართ, მედიასთან ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ, მედიაგარემო გაჯანსაღდეს

შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნას შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი, დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია. ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით. მთავარია, მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა. არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ. ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ. მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ, რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა და ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.„სხვათა შორის, „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად, შედგა სამუშაო შეხვედრა. სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ჰქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პრემიერმა სოროკას სამედიცინო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.„მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია, ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“.„ის გააკეთებს იმას, რაც უმჯობესია ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც უმჯობესია ისრაელისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ტრამპმა „იცის თამაში“.ასევე, ნეთანიაჰუს აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.„ამ ოპერაციის დასასრულს არ იქნება არავითარი ბირთვული საფრთხე ისრაელისთვის და არ იქნება არავითარი ბალისტიკური საფრთხე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები