გუშინ, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირებიდან სამი ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ხაშურის კლინიკის დირექტორმა, გიორგი ქისტაურმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა, სამიდან ორ მოსწავლეს, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება.
“ჩვენთან კლინიკაში, ამ ეტაპზე იმყოფება სამი დაშავებული, აქედან ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მოსწავლეების მდგომარეობა შედარებით მსუბუქი არის, თავის ტვინის შერყევით აგრძელებენ მკურნალობას, მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნებათ”, – ანაცხადა გიორგი ქისტაურმა “რუსთავი 2-თან” საუბარში. მისივე თქმით, მასწავლებლის მდგომარეობა შედარებით რთული იყო, თუმცა “ამ ეტაპზე უკვე სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, რა თქმა უნდა, გართულებების რისკი შედარებით მაღალია ჭრილობის მასშტაბებიდან გამომდინარე, თუმცა, ამ ეტაპზე სტაბილურად არის”, – დასძინა კლინიკის დირექტორმა.
ცნობისთვის, გუშინ, ხაშურთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის, ექსკურსიისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა.