სამშაბათი, ივლისი 1, 2025

მომსწრე ვართ იმისა, რომ ქართული ოპოზიცია საკუთარ მომხრეებთან ერთად თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს. ის ებრძვის პიროვნებას, ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს – დიმიტრი ხუნდაძე

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოზიციას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, “ნეიტრალური საქართველო” ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, უკვე დიდი ხანია, პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათმა აურზაურმა უკვე შეაღწია სასამართლო დარბაზებში.

“მომსწრე ვართ იმისა, რომ ქართული ოპოზიცია საკუთარ მომხრეებთან ერთად თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს. ის ებრძვის პიროვნებას, ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათმა აურზაურმა უკვე შეაღწია სასამართლო დარბაზებში. იქცევიან აბსოლუტურად შეუსაბამოდ, ისე როგორც მათ სურთ და ამით სურთ, რომ სიძულვილის ენა, მათი ეს უსახური საქციელი გამოიყენონ მტრობის სტიმულირებისათვის, და ვფიქრობ, საჭიროა მისი აღკვეთა. ისინი არიან მაოხრებელი გზირები, ამიტომ მათ ქვეყანა არ უნდა ავაოხრებინოთ. სასამართლოში, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას, მთელს ქვეყანაში არის წესრიგი დასამყარებელი და საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ეს შესაძლებელი გახდეს,” – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ვინ არის თქვენი ფავორიტი? – დღეს „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული გამოვლინდება

დღეს, 22:00 საათზე „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი მუსიკალურ მეგა შოუს „საქართველოს ხმის“ ფინალს იხილავს.შოუს სამი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც კომპოზიტორების დაწერილ ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. ყველაფერი დამოკიდებულია მაყურებლის აქტიურობაზე, ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და ის საკონკურსო ნომრების დასრულების შემდეგ შეწყდება.0903 300 315 - აჩი ჯაიანი0903 300 308 - ერეკლე თურქაძე0903 300 314 - გიორგი ჭიალაშვილიზარის ღირებულებაა 1 ლარი.

დონალდ ტრამპი – მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, ილონ მასკის წინააღმდეგ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი გამოიყენოს.ტრამპი და მასკი ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტყვიერ ომში ჩაერთნენ, რის შედეგადაც მასკმა გამოთქვა თავისი პროტესტი პრეზიდენტის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით.მასკი ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ ადვოკატებს დაავალა, პრიორიტეტი მიანიჭონ მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ შემთხვევებში, როდესაც ნატურალიზებული მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან, ტრამპმა არ მიანიშნა, რომ მასკმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოისვლისას განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.„დღეს ჩვენ მეზღვაურის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ პატივს მივაგებთ მეზღვაურთა თავდაუზოგავ შრომას და მათ უნიკალურ წვლილს საერთაშორისო ნაოსნობაში, მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. დღეს ასევე ვიხსენებთ ყველა იმ მეზღვაურს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საზღვაო საქმეს მიუძღვნეს. მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის საზღვაო ისტორიის საამაყო ნაწილია. თითოეული ქართველი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე. ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის...

სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაერთი რეფორმა გატარდა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, დაინერგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.„საქართველო 1993 წლიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია და აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამის დასტურია წელს წარმატებით გავლილი საერთაშორისო აუდიტი და ორგანიზაციის „თეთრ სიაში“ სტაბილური, მრავალწლიანი ადგილი.ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგის შემდგომ განვითარებაზე. მნიშვნელოვანი პროექტია საზღვაო სექტორის გაციფრულება. გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ეროვნული საზღვაო „ერთი ფანჯრის სისტემა“, რომელმაც უკვე გაამარტივა ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის პროცედურები. გარდა ამისა, ნავსადგურში ლოგისტიკური პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ელექტრონულ პლატფორმას ვნერგავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით.„ჩვენ სულ უფრო მეტად ვხდებით ევროპასა და აზიას შორის საიმედო დამაკავშირებელი რგოლი „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მეზღვაურების როლსა და მნიშვნელობას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მეზღვაურს. თქვენი გმირული შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს წინსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურის დღეს. გისურვებთ მშვიდ ზღვას, უსაფრთხო ნაოსნობას და ყოველთვის მშვიდობით დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები