სამშაბათი, მარტი 17, 2026

“მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს თავი პრემიერად” – გახარია

მო­ვი­და დრო, ივა­ნიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და წა­რად­გი­ნოს სა­კუ­თა­რი თავი პრე­მი­ე­რად, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერსრი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­შიც პრე­მი­ე­რი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის გა­მარ­თვას სთა­ვა­ზობს.

გა­ხა­რი­ას თქმით, ეს სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა დას­რულ­დეს.

“მო­ვი­და დრო, ივა­ნიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და წა­რად­გი­ნოს სა­კუ­თა­რი თავი პრე­მი­ე­რად. ეს სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა მისი პა­ტა­რა მში­შა­რა კლო­უ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რაც ყო­ველ დღე სულ უფრო აზი­ა­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას, უნდა დას­რულ­დეს!,-წერს გა­ხა­რია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის გა­მარ­თვას სთა­ვა­ზობს. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებ­სა და ელ­ჩებს შო­რის საგ­ნობ­რი­ვი დის­კუ­სი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იქ­მნის ბევ­რად უფრო ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას “კა­ნონპ­რო­ექ­ტის არ­სი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის­თვის მისი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ.ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.მეთიუ უიტაკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება აშშ-ის მოკავშირეების ინტერესებშია.„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი მოკავშირეები უნდა შემოგვიერთდნენ, დაგვეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას. საბოლოო ჯამში, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მათ ინტერესებშია“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.„პოლიტიკო“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება, ფაქტობრივად დაკეტილია ირანის მხრიდან გადაზიდვების წინააღმდეგ მუქარის გამო. სწორედ ამან გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელმაც გასულ კვირას ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ნატო-ს ოთხი დიპლომატის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ალიანსის სრულმასშტაბიანი მისია ნაკლებად სავარაუდოა.ორი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.„ზოგიერთი მოკავშირე ვერ შეძლებს ამ ძალისხმევაში ჩართვას. გარდა ამისა, ეს ნატო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობის სფერო არ არის“, – განუცხადეს დიპლომატებმა „პოლიტიკოს.“

დონალდ ტრამპი – მჯერა, კუბის დაპყრობის პატივი მექნება, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა

მჯერა, რომ კუბის დაპყრობის პატივი მექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს კუბასთან, რომელიც საწვავის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მას შემდეგ, რაც შტატებმა ვენესუელა აიძულა, კარიბის ზღვის კუნძულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება შეეწყვიტა.მისივე თქმით, კუბა „კოლაფსის ზღვარზეა“.„ვფიქრობ, კუბა დასასრულს ხედავს. მთელი ცხოვრება მესმის შეერთებული შტატებისა და კუბას შესახებ, თუ როდის გააკეთებს ამას აშშ? მე მჯერა, რომ მექნება პატივი კუბის დაპყრობის,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი „კუბის აღებაში“, რომელიც 1959 წლიდან კომუნისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშაა, მან უპასუხა, რომ აშშ-ს „რაიმე ფორმით“ ჩარევა შეუძლია.„გავათავისუფლებ მას თუ ავიღებ. ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა, სიმართლე უნდა იცოდეთ. ამ ეტაპზე, ძალიან დასუსტებული ერია,“ – აღნიშნა ტრამპმა.

პატრიარქის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა – ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა - ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება."პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობა, ეს არის ინტუბირებულ მდგომარეობაში", - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე.საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა ღამით დამძიმდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

თაკო ჩარკვიანს დედა გარდაეცვალა

„კანონი და სამართლის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს დედა გარდაეცვალა.თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ დედის გარდაცვალებას.

მიხეილ სარჯველაძე – ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი, ვითარება ძალიან რთული და საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა.მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული.„ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად. მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება, სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის.ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ  წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც სახეზე იყო სისხლდენა. შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ახლა ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა მანიპულაციები, სამედიცინო მანიპულაციები და მოხერხდა სისხლდენის გაჩერება“, – განაცხადა სარჯველაძემ

ბოლო სიახლეები