კვირა, მარტი 16, 2025

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც მოგზაურობას გეგმავს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი მიმართულება დაემატა. საუბარია, ატირაუ-თბილისი-ატირაუ მიმართულებაზე, სადაც პირველი ავიარეისი 27 მაისს შესრულება.

როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კი, ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს, ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.

“ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.

Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას“ – მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთავში ჩატარებულ კრივის საერთაშორისო ასპარეზობას გამოეხმაურა და ქართველ მოკრივეებს მიღწეული შედეგი მიულოცა. "ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას.განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება - მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა", - წერს მიხეი ყაველაშვილი.

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობაზე შეთანხმდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტების" წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს."სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლი გადაარჩინეს

მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა.  ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. თვითმხილველები წერენ, რომ მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის უმთავრესია, რომ არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“, ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუ კრემლი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას არ დაეთანხმება.„ჩვენთვის უმთავრესია, არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“. ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად, რადგან ეს არის ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით. ეს არ არის სამუდამო, ეს არის 30 დღე-ღამე, სადაც ყველა მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს ომის დასრულების სურვილი ან პირიქით. არის აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა რუსებს. ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ, კოორდინირებულია რაღაც პოზიციები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება კოორდინაცია აშშ-თან შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რუსები თუ არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იქნება მკაფიო, მკაცრი და პირდაპირი პუტინის მიმართ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.ზელენსკი ასევე მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, შეიძლება, 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საჭიროა შეთანხმების შემუშავება ომის დასასრულებლად შემდგომი ნაბიჯების შესახებ.როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, ტერიტორიებზე კონტროლის საკითხი„რთულია“ და მოლაპარაკებების გზით შემდგომ უნდა გადაწყდეს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებს უკრაინისთვის არ წამოუყენებიათ დამატებითი პირობები ომის დასრულების თაობაზე.„დაე, ამერიკამ ახლა აიძულოს პუტინი, გადადგას პირველი ნაბიჯი. შემდეგ განვიხილავთ ყველა დანარჩენ ნაბიჯს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როდიდან უნდა ველოდოთ ამინდის გაუარესებას… – სინოპტიკოსები არც თოვლს გამორიცხავენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება. დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება. დედაქალაქში 19 მარტიდან იწვიმებს. კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს."ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი,  ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.17-18 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ველოდებით ნოტიო მასების შემოსვლას და ნალექიან ამინდს, შესაძლებელია იწვიმოს. მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე.თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა",- ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

ბოლო სიახლეები