სამშაბათი, ივნისი 30, 2026

მიხეილ ჩხენკელი: სასწავლებელთა ქსელი გაძლიერდა, სასწავლო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეულის გახსნისას განაცხადა.

მან იმ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც უწყებამ მიაღწია.

„შემუშავდა ახალი, თანამედროვე კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების სისტემასთან, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, გაძლიერდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, მომდევნო წლიდან პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც საფუძვლად დაედება პროფესიული განათლების რეფორმის ახალი სტრატეგია, მთავარი პრიორიტეტი კი, ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაცია და კერძო სექტორთან პარტნიორობის მეტად გაძლიერება იქნება.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო დონორს საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების საქმეში მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისათვის.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა არსებულ რეალობასთან ადაპტირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს დისტანციურ ფორმატში – ონლაინკონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს იმართება. იგი ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულის (European Skills Week) ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – იმედისმომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის

დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული  ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის – უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის – განხორციელების ხელშეწყობა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა – მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება.„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე.ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won't Stand Down“ („უკან არ დავიხევთ").

საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.კიდევ ერთი პირი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის

ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს მიმართ ყაზახეთის ინტერესი მზარდია.„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კონკრეტულად შუა დერეფნის კონტექსტში.მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ვხედავთ, რომ მზარდია ტვირთნაკადი. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ასევე შუა დერეფნის კონტექსტზე, სადაც საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა დერეფნის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, ყაზახეთი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება.„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ზოგადად ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია პირდაპირი ფრენები, რასაც თან სდევს, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადების ინტენსიური ზრდა. მინდა, აქცენტი გავაკეთო, რომ ზოგადად ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის, ვაჭრობის, ისევე როგორც სატრანსპორტო და ზოგადად ლოგისტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი, თუ რამდენად სიღრმისეულია პარტნიორობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანაში. ეს მათ შორის არის მესიჯი იმისთვის, რომ ორი ქვეყანა არის მოტივირებული, რომ გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ შორის ინვესტიციები საქართველოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს – ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ...

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობენ ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი პოლიტიკოსებიც.მაჭარაშვილის განცხადებით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.მისი თქმით, საქართველო სწორედ იმ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ქვეყანას მსგავსი სცენარისგან იცავდა.„არამარტო ილონ მასკი, თავად შტატების პრეზიდენტი ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი ომია. ტრამპის წარმომადგენლები, სახელმწიფო მდივანი და თავად ზელენსკის გარემოცვის წევრები, რომელთაგან ზოგი გაიქცა, ზოგი კი დააკავეს, ასევე საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლის შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, ეს პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, სენატორების ან ევროპელი ლიდერების განცხადებები. ეს არის იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც, რომლებიც სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ეს არის მოცემულობა.ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები სახლში არიან, ხოლო უკრაინელების სისხლზე ჩვენი ეკონომიკა ვითარდებაო. გერმანიის კანცლერმაც განაცხადა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ასე არ გაიზრდებოდაო.მეტი როგორ უნდა დაუმტკიცდეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს პროქსი ომია, გამოსაყენებლად გამოცხადებული ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს.ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით - რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით, თუ უარესში არა. უკრაინა საქართველოზე ათჯერ დიდია - მოსახლეობითაც, ტერიტორიითაც და სხვა შესაძლებლობებითაც. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, რომ დაგვეჯერებინა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისთვის, ელჩისთვის, ევროპარლამენტისა და მათი აქაური აგენტურისთვის.ეს არის რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად გვაჩვენებენ უცხოელი წარმომადგენლები და რომელსაც უკვე ვეღარ მალავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები