ცხინვალისა და აფახაზეთის მიმართულებით პროვოკაციაზეა საუბარი და ეს არის უტყუარი ინფორმაცია, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციის მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს.
„ვერ გეტყვით იმ ადამიანების შესახებ, მაგრამ, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოება გამეფრთხილებინა. როგორც ვიცი, პროვოკაციის ორგანიზების დასაწყისზე იყო საუბარი, რაც მათ ძირითად მიზანს დაეხმარება – საქართველოში დესტაბილზიაცია მოხდეს. ეს არ უნდა გვიკვირდეს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყოფილა პროვოკაციები. აქამდე თუ მივა საქმე, ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებსაც ექნებათ ინფორმაცია – ისინი მუდმივ რეჟიმში არიან, რომ მსგავსი პროვოკაციები აღკვეთილი იყოს. საუბარია ცხინვალისა და აფახაზეთის მიმართულებით პროვოკაციაზე და ეს არის უტყუარი ინფორმაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია – მათზე მაქვს საუბარი. თუ მსაგვსი რამ გამოიკვეთება, პირდაპირ შემიძლია მერე დავასახელო (სახელები და გვარები). თუმცა, ახლა ეს არის პრევენციის სახით გამოთქმული განცხადება, რადგან ეს აუცილებელია, იმ რეალობის ფონზე, რომელიც ჩვენ თვალწინაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.