სამშაბათი, ივნისი 3, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო, მაგრამ თუ მილოცვა საელჩომ დაამოწმა, მაშინ ე.წ. ოპოზიციას, მათ დამკვეთებს პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ ვართ ქუჩაში

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ამის უარყოფა შეუძლებელია.

„განა არ იციან, მაგრამ თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, მაშინ პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ გამოგყავართ, რისთვის გვაყვირებთ, რატომ ვართ ქუჩაში, რატომ ვებრძვით ხელისუფლებას, თუ პროცესი უკვე დალაგდა და აღიარეს ხელისუფლება? აქ არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, მათ დამკვეთებს ხომ პასუხი ექნებათ გასაცემი რადიკალური ჯგუფებისთვის. ახალგაზრდები გამოდიან, თავისუფლებას ვკარგავთო. კარგად თუ გაანალიზებენ, თავისუფლებას კი არ კარგავენ, მონობაზე მოაწერინეს ხელი და კითხვასაც ვერ სვამენ. ერთმანეთსაც ვერ უსვამენ კითხვას. ხომ იციან, რომ ეს წერილი ავთენტურია, ტრამპის ხელმოწერითაა და ტრამპის მოლოცვა არის? ამის უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ არ იყოს, ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა. პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. კითხვა ხომ პირიქით უნდა დავსვათ. ავთენტურობაზე კი არა, პირიქით, ვის ეპარება ეჭვი, საელჩოს ეპარება ეჭვი? მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი ჩაწყდება, რადგან ის ახალგაზრდა დასვამს კითხვას. ციხეში წავიდა ის ადამიანი, ოჯახს ფულს უხდიან, ეუბნებიან, გამაგრდი, ნუ გეშინია, ხვალ დადგება ჩვენი დღე, გაგათავისუფლებთ და შევცვლით ხელისუფლებასო. ასეთი სიყალბით ატყუებენ ახალგაზრდებს, ამ ჯგუფებს, თითქოს დაფინანსება მოდის. ეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ჩვენ გავიმარჯვებთო. რუსული ხელისუფლება თუ არის, როგორ უგზავნიან მოლოცვის წერილებს? როგორ ხდება ეს ყველაფერი? აქ არიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაპირისპირებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები