პარასკევი, მარტი 6, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია, მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, ეს პროცესები გვაძლიერებს, უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ზეწოლა ხდება სახელმწიფოზე, თუმცა საქართველო უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ასეთ გამოწვევებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სპეციალურად არჩევენ ალეკო ელისაშვილის მსგავს ადამიანებს და შემდეგ ხდება მათი გაგმირება, როგორც ლაზარე გრიგორიადისისა და მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა.

„სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია – ვინ არის გამკეთებელი, საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, პატრიოტი, სხვა გზას არ უტოვებენ და ეს საქციელი უნდა განახორციელოს – გაგმირება ისეთი პერსონაჟის, როგორიც იყო გრიგორიადისი, როგორც ხდება მზია ამაღლობელზე. მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს. ეს არის სპეციალურად განხორციელებული ქმედებები, რომ ნელ-ნელა უფრო დაშვებადი გახდეს ვინმესთვის ასეთი ქმედება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩეზე არ არის, ის უნგრეთს ემუქრება – ორბანი

პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩეზე არ არის, ის უნგრეთს ემუქრება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა."მისდა სამწუხაროდ, მას არ შეუძლია ხელი შემიშალოს უნგრული ოჯახების დაცვაში," - აღნიშნა ორბანმა.მანამდე, განცხადება გააკეთა ზელენსკიმ: "თუ ევროკავშირში ერთი პირი 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ"უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

აბას არაღჩი – რუსეთი და ჩინეთი მხარს გვიჭერენ პოლიტიკურად და სხვა მხრივაც, სამხედრო თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის საიდუმლოს არ წარმოადგენს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი თეირანს – პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე სხვა სფეროებში დახმარებას უწევენ. ამის შესახებ არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.არაღჩიმ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.„ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ პოლიტიკურად და სხვა მხრივაც. სამხედრო თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთთან წარსულშიც ვთანამშრომლობდით და მე იმედი მაქვს, რომ ის გაგრძელდება“, – აღნიშნა არაღჩიმ.შეკითხვაზე ეხმარებიან თუ არა ისინი აქტიურად ირანს ომის დროს, არაღჩიმ განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს „უკვე დაეხმარნენ“.„მე ვერ მოგაწვდით დეტალებს ასეთი თანამშრომლობის შესახებ ომის მიმდინარეობის დროს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დონალდ ტრამპი – კუბაც დაეცემა

კუბაც დაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.დონალდ ტრამპის განცხადებით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.„ჩვენ მათ ნავთობისა და ფულის მიწოდება შევუწყვიტეთ - ყველაფერი რაც ვენესუელიდან შედიოდა, რომელიც მათი ერთადერთი წყარო იყო. ახლა მათ შეთანხმების დადება სურთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.ტრამპის ცნობით, მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია.„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის  თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.მისივე თქმით, მალინს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაუღალავად იმუშავებს.„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში – 10 წლის და სენატში 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობის შემდეგ მარკვეინმა უდიდესი სამუშაო გასწია ოკლაჰომის შესანიშნავი ხალხის წარმოსადგენად, სადაც მე მოვიგე 77 ოლქიდან 77 – 2016, 2020 და 2024 წლებში! MAGA-ს მეომარი და ყოფილი დაუმარცხებელი პროფესიონალი MMA მებრძოლი მარკვეინი ნამდვილად კარგად ეწყობა ხალხს და იცის, რა სიბრძნე და გამბედაობაა საჭირო ჩვენი „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის წინსვლისთვის.სენატში ერთადერთი მკვიდრი ამერიკელი – მარკვეინი ჩვენი წარმოუდგენელი ტომობრივი თემების ფანტასტიკური დამცველია. მარკვეინი დაუღალავად იმუშავებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიგრანტების დანაშაულის, მკვლელებისა და სხვა დამნაშავეების ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის შესაჩერებლად, უკანონო ნარკოტიკების დასასრულებლად და ამერიკის კვლავ უსაფრთხოდ გასახდელად. მარკვეინი შიდა უსაფრთხოების შესანიშნავი მდივანი გახდება“, – წერს დონალდ ტრამპი.შეგახსენებთ, სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

Politico – ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდს აცნობეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ე.წ. „ჯერ გაწევრიანების, შემდეგ ინტეგრაციის“ გეგმას.დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა გეგმის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას იჭერს.ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, გეგმა, რომელიც 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს, „წინ არ მიიწევს“.„გვსურს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ გაწევრიანების დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე უარს ვერ ვიტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ბოლო სიახლეები