ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

„ახალგაზრდა ადამიანების პირდაპირ ქუჩაში სიკვდილი, 300 000-მდე პრობაციონერი, ქონებების ღამის სამ საათზე გადაფორმება – რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ მან შექმნა სახელმწიფო“, – აცხადებს ყაველაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნუგზარ წიკლაური – დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას, ეს არის უმძიმესი რეალობა ქართული სახელმწიფოსთვის

დღევანდელი გამოსვლა პრაქტიკულად, არის აღიარება იმის, რომ ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობების ჩამოყალიბება და ვერ დაიძლია ის საერთაშორისო კრიზისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმძიმესი რეალობა და ნამდვილი დრამა ქართული სახელმწიფოსთვის. რეალურად, ამ შემთხვევაში, ამ ფაქტის კონსტატაციისას ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას“, – განაცხადა წიკლაურმა.მისი თქმით, როდესაც აშშ-ის კონგრესი უდიდესი უმრავლესობით, 80%-ით იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, საუბარი იმაზე, რომ რაღაც მასონური ძალები ებრძვიან ხელისუფლებას და „დიფ სთეითი არსებობს, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა მხარდაჭერა მეგობარი აქტს“ აშშ-ის სენატში, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას ახლა ამის პროგნოზირება არ შეუძლია, თუმცა ინდიკაციები არსებობს.„ეს წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც არის ლაპარაკი და შეურაცხმყოფელი ტონალობა, რაღაც „დიფ სთეითზე“ მიმართებები, სამწუხაროდ, არ ტოვებს უკეთესის იმედს“, – განაცხადა წიკლაურმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, დავადგინოთ გზამკვლევი, სადაც ასახული იქნება სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-თვის

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და რადგან პასუხი არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ღი წერილის გავრცელება. ღია წერილში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახეb, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა – გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.საქართველოს ნაკრების მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთზე „ვალენსიის“ კარში პენალტი მის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა, მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პენალტიდან კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჟოან ჟორდანმა გაიტანა.გიორგი მამარდაშვილმა თამაშის მანძილზე ოთხ მომენტში თავისი გუნდი გადაარჩინა. განსაკუთრებით ეფექტური მისი მოგერიებები პირველ ტაიმში იყო.„ვალენსია“ 36 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში 45 ქულით მე-11 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონამდე ორი ქულა აშორებს.

“ჩინეთთან ვაჭრობა და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?!. ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო,...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე."ჩინეთთან ვაჭრობა არ გვქონდეს და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?! - ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო, ამას არავინ, არასდროს არ ამბობს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობები და აქ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემა არავის არ აქვს.ისეთ სტრატეგიულ ობიექტში, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მნიშვნელოვანი იყო ის ძალა ყოფილიყო, რომლისკენაც ვართ ჩვენ ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ამ ძალას შენ გააგდებ დემონსტრაციულად და შემოგყავს ჩინეთი, ამით შენ ამბობ, ამერიკა-ჩინეთის კონკურენციას შორის რომლის მხარეს იჭერ. ეს ყველაფერი კი იმ კონტექსტში ხდება, როცა შენ NATO-ზე უარს ამბობ, ევროკავშირზე უარს ამბობ, ჩვენს ყველა მეგობარს მტერს უწოდებ და, ამავდროულად, "ჰამასთან" და ირანთან მეგობრობ, ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოკვეთილი სურათია. აქედან გამომდინარე, შანსი არ არის ამ რეჟიმმა რამე "დაალაგოს" ტრამპის ხელისუფლებასთან," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ცვლილება რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი - 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს.„ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია - თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.„ავტოსადგურების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ შესაბამისი თანხმობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, მუშაობს ავტოსადგურთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ელი ივნისიდან“, - ამბობენ სააგენტოში.როგორც სააგენტოში განმარტეს, ავტოსადგურებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღონ.

ბოლო სიახლეები