კვირა, მაისი 18, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება, აუცილებლად გავიმარჯვებთ

მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება.

„ჩვენი ღირებულებები, პატივისცემა, რაზეც ვეფუძნებით, სწორედ ოჯახიდან იწყება. მინდა, პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, როგორი სიხარულია დღეს ერში. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ასეთი ერთიანობა როდესაც იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დანა გულში ჩაარტყეს…“ – ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.,,გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა“,- ამბობენ ადგილობრივები რეგიონალურ მედიასთან.არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „ოსერი“ 3:1 დაამარცხა. სამიდან ორი გოლი ქართველმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. გამოცემა „სოფასკორმა“ კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10.„ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი გამოვიდა. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია – საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალი“. ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს პსჟ-ის სტაჟიანი წევრი იყოს. კვარაცხელიამ უპასუხა:„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით“.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის მცდელობებს, თუ უახლოეს დღეებში უკრაინა და რუსეთი მოამზადებენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს მათ მზადყოფნას დათმობებისთვის და „რეალურ და რაციონალურ“ მიდგომას.„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი, ძვირადღირებული და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ, საჭიროა მოთმინების გარკვეული ელემენტი. მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია დროის დაკარგვა. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რაზეც ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამიტომ, არ გვინდა, ჩაბმული ვიყოთ უსასრულო მოლაპარაკებების პროცესში, უნდა იყოს გარკვეული პროგრესი, გარკვეული წინსვლა. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში თუ მივიღებთ ორივე მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, და ის აჩვენებს, რომ ორივე მხარე მიდის დათმობებზე და არის რეალისტური და რაციონალური თავის მიდგომაში, მაშინ, ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. თუკი ის, რასაც ვხედავთ, არ იქნება ძალიან პროდუქტიული, შესაძლოა, გვქონდეს სხვა შეფასება“, – განაცხადა რუბიომ.რუბიომ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი იქნება „საკმარისად ახლოს იმასთან, რაც უნდათ უკრაინელებს, რათა შესაძლებელი იყოს ამ მომენტამდე მისვლა და, შესაძლოა, ამ უთანხმოებების გადაჭრა“.რუბიომ ასევე განაცხადა, რომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, დაეხმაროს ჩიხიდან გამოსვლაში, არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.ამასთან, რუბიოს თქმით, ვატიკანმა ძალიან კეთილშობილური შეთავაზება გააკეთა ნებისმიერი შეხვედრის მასპინძლობის შესახებ.„სხვათა შორის, არამხოლოდ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის, არამედ ნებისმიერი შეხვედრის, მათ შორის ტექნიკურ დონეზე. ეს არის ძალიან კეთილშობილური შეთავაზება. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა მხარე თავს კომფორტულად იგრძნობს. ასე რომ, იმედია, მივაღწევთ იმ ეტაპს, როდესაც მოლაპარაკებები რეგულარულად გაიმართება“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიო – დონალდ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები არსებული ჩიხიდან გაიყვანოს, არის „პირდაპირი მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის“.რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა „უკვე ღიად გამოხატა სურვილი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.“ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა შეხვედრა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრის ორგანიზება გარკვეულ მუშაობას მოითხოვს.„ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დაგეგმილია, ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით, მაგრამ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება. მას სურს ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს. რუსულმა მხარემ ასევე გამოხატა მზადყოფნა ამის გასაკეთებლად. ამიტომ, ახლა საქმე ეხება ყველას ერთად შეკრებას და იმის განსაზღვრას, თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა”, – განაცხადა რუბიომ.

იყავით ფრთხილად! – ბათუმში ქარიშხალი დაიწყო

ბათუმში სანაპიროზე ქარიშხალია.კადრებს აჭარიდან სინოპტიკოსი კობა ფარტენაძე ავრცელებს.,,სანაპიროზე ქარიშხალი დაიწყო, გაგრძელდება 30 წუთს, იყავით ფრთხილად!“, - წერს კობა ფარტენაძე. 

ბოლო სიახლეები