პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: გვარამია, მელია, გახარია, “ლელო” და ა.შ. სინამდვილეში ყველა “ნაცმოძრაობაა”, მათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სათავეში რეზიდენტ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაუყენებენ

„როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გვქონდა აქცენტი, სწორედ იმ თანხებზე იყო საუბარი, რომელზედაც დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, გუშინ კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. ანუ, ფინანსებზე, რომელიც არასამთავრობოების გავლით პოლიტიკურ პარტიებს ხმარდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დაკვეთებს გარე ძალებისგან იღებენ.

„სასამართლოს კლანს ახსენებენ და სინამდვილეში კლანი ეს არის – მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც შერწყმულია რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელთა გამაერთიანებელი ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილია და იმართებიან გარედან – გლობალური ომის პარტიისგან. თვალშისაცემია ახლა ის პოლიტიკური ცვლილებები, რაც ოპოზიციაში ხდება – „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ რადიკალური ფრთა გაიწია და კონსტრუქციული გახდა, რადიკალიზმი კი „ლელოს“ დაევალა. გვარამია, მელია, გახარია, „ლელო“ და ა.შ. სინამდვილეში ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სათავეში რეზიდენტ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაუყენებენ. რადიკალურ ოპოზიციას აქვს დავალება, რომ მათმა ნაწილმა ამომრჩეველთა გადაუწყვეტელ 20%-ზე ინადიროს. გახარიას, მაგალითად, დაავალეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხმებზე ინადიროს. აგენტის ფუნქცია ეს არის, რასაც დაავალებენ, უნდა შეასრულოს.

რადიკალური ოპოზიციის გეგმა სწორედ რადიკალიზაცია და რევოლუციური სცენარია, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. არ უნდა დავუშვათ რაიმე სახის გადაცდომაც კი, რაც ძალადობრივი პროცესების განვითარებას გულისხმობს. ვინც რაიმე რევოლუციურ სცენარს დაგეგმავს, მათ მიმართ პირდაპირ აგრესიული პოლიტიკა უნდა იყოს გატარებული. ეს ყველაფერი არის გარედან დაგეგმილი პროცესი. ისინი ანტიდასავლურ რიტორიკას უწოდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას – ამის არ უნდა შეგვეშინდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატარა ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოში გამოჩნდა – მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი გოგონას კადრები გააზიარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.„ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, - დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს - მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.

„ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში“ – ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ."სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

გიორგი კახიანი – ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო, დაახლოებით ასეა ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ

ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ს კვლევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია მათი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე.„ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, ამ ყველაფერს უმალავენ საზოგადოებას. ფაქტია, რომ კვლევა ჩატარებულია ცოტახნის წინ, ეს კვლევა ფაქტია ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არსებობს დღეს პოლიტიკურ ველზე.კვლევაში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიანი მმართველობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია ხელისუფლებისადმი ნდობა შემცირდეს, მაგრამ პირიქით, ხდება, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. ამას მარტივი ახსნა აქვს, ამ ურთულეს პერიოდში ემხრობა და საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ვხედავთ ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია, ესეც მათი მავნებელი საქმიანობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კახიანმა.

ბოლო სიახლეები