ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში – ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელთა მიზანი სპორტის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის სპორტული აქტივობის შესაძლებლობის შექმნაა.

„ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც სპორტის მინისტრმა ბრძანა, დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გაკეთდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს მოგვცემს იმას, რომ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნება შესაძლებლობა, რომ დაკავდნენ სპორტით. ჩვენ ამბიციური ერი ვართ – პატარა, მაგრამ ნიჭიერები. არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელშიც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს და წარმატება არ გვქონდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მოემსახურება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ფარგლებში სასკოლო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის როლზეც, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები სპორტით იქნებიან დაკავებული.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაბამისი გარემო, რომ დაკავდეს სპორტით. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სახეობაში გვყავს მაგარი სპორტსმენები, ჩვენ გვინდა, რომ სამოყვარულო სპორტი მაღალ დონეზე იყოს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გეგმა და ამბიცია. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამის სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენს ფედერაციებს, სასპორტო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა შეუქცევადი იყოს. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ.

მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს. ვამაყობ, რა თქმა უნდა, მეც ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი, სპორტის ფასი რა არის და ვიცი, როგორც მოქალაქემ და გულშემატკივარმა, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს. ჩემო ძვირფასებო, ყველა ვემსახუროთ სპორტს. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში. მინდა, წარმატება ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო.ზურაბ ტომარაძე გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წამყვანი ქართული გუნდების მწვრთნელი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული კალათბურთთან და მოპოვებულ ტიტულებთან და პრიზებთან ერთად ზურაბ ტომარაძის დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობების აღზრდაა.

ორი სიახლე აბიტურიენტებისთვის – რას ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

6 აპრილს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Web-გვერდზე 11 მაისამდე შეეძლებათ. პროცესი 6 აპრილს დილის 10:00 საათიდან დაიწყება.ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს  პროცედურებს გაეცნონ და ყველა ეტაპი დროულად გაიარონ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ."სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში, აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ჩასაბარებელი საგნები და საგამოცდო ქალაქი. მიმდინარე წელს აბიტურიენტებისთვის 2 მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მეორე სიახლე არის ის, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები", - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა.

„ბიბისის“ ცნობით, ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს

ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.დაკავებულის შვილის, მეჰრავე ხანდანის თქმით, სოდუთე გასულ ღამეს დააკავეს, როდესაც ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ოჯახს უფლებადამცველთან კონტაქტი არ ჰქონია.ხანდანის ინფორმაციით, როდესაც ოჯახის ახლობლები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ სოთუდეს ელექტრონული საშუალებები, მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.ჯერ უცნობია, თუ რატომ დააკავეს ნასრინ სოთუდე. „ბიბისი“ წერს, რომ 30 მარტს, უცხოურ მედიასაშუალება IranWire-თან ინტერვიუში, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებული ინტერნეტის გათიშვის გამო ტექსტური შეტყობინებებით ჩატარდა, სოთუდემ კომენტარი გააკეთა თეირანში მიმდინარე ომის ფონზე არსებულ მდგომარეობაზე და ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა.ნასრინ სოთუდე სახაროვის პრემიის ლაურეატი 2012 წელს გახდა. ის ირანში რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება

ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიუ გუტერეშმა განაცხადა.გუტერეშმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, შეწყვიტონ ომი, ხოლო ირანს – შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა.გუტერეშმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ლიდერები განადგურების ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.„კონფლიქტის ბევრი ასპექტი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველი არ არის: თუ ომის დაფდაფებზე დარტყმა გაგრძელდება, ესკალაცია მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გუტერეშმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ბოლო სიახლეები