სამშაბათი, მარტი 24, 2026

მიხეილ ქარელი – სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დავიჭირე, გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, ჯერ ორთაჭალის ციხეში მცემეს, შემდეგ კი წყლით სავსე ოთახში ოთხი დღით დამტოვეს

მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში იმდენად ხიბლში შევიდა, არანაირი განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეეძლო, იმდენად აღიზიანებდა, რომ მდგომარეობიდან გამოდიოდა, ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა.

მიხეილ ქარელმა გაიხსენა, რომ იმ დროს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა კი ის დაიბარა, დახია განცხადება და თქვა, რომ თუ კიდევ გაბედავდა მსგავსი რამის დაწერას, „თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა“.

„ადამიანისთვის სულაც არ არის საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. მართლაც ფსიქიკურად ავადმყოფია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაშინ  თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. დამიბარა, დახია განცხადება, გაგიჟებულმა მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და, თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ოქრუაშივილისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვხდებოდით ციხეში. მისი ქმედება ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო, ამის თმენის ვალდებულებაც, ფაქტობრივად, აღარ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა ელოდა ჩემს ოჯახს, ჩემს საახლობლოს“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა.

„ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დავიჭირე, საპროტესტო მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, მერე, ბეტონის რაღაც ოთახი იყო წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში. ითხოვდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრუაშვილიც დააპატიმრეს, გახსოვთ მისი ჩვენებაც. მერე, ჩემგან რომ ვერ მიიღო ის, რაც სურდა, მთელი ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე, მოხუც მშობლებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა, ისევე, როგორც ჩემი დედმამიშვილების – სამსახურიდან ყველა გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე. არადა, იმ დროს მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემმა დებმა, დედამ მუშაობა დაიწყეს. იყო ყოველდღიური გაგზავნები, რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემს მშობლებს და, ფაქტობრივად, ეს ვერ მოახერხეს, რადგან სოფელი, სამეზობლო უპირისპირდებოდა. საბოლოოდ კი, ამ ომის დროს, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ, ჩვენი სახლი დაწვეს და გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი იყო, დღესაც საშიშად მიმაჩნია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥 ტყიბულის სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების  ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველების გამოყვანა განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც, ზრუნვის პარალელურად, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს.

თამარ ბაგრატიონი – დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას

დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას. უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა განაცხადა ვაშინგტონში, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.თამარ ბაგრატიონის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან.„ძვირფასო პირველო ლედებო, პატივცემულო სტუმრებო, პირველ რიგში, მსურს, გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონი მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ. მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინად მართავდა თამარ მეფე – პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა – ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას. ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება – გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ შეგვიძლია, არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის“ პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა.საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება.თამარ ბაგრატიონთან ერთად, აშშ-ში იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

„პოლიტიკო“ – აშშ ირანის ახალ ლიდერად ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ გალიბაფს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაგერ გალიბაფის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო პარტნიორად და ირანის სავარაუდო მომავალ ლიდერად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ ავრცელებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში რამდენიმე კანდიდატის „ტესტირებას“ გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებული არ არის. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კანდიდატთა შორის არ არის ირანის შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი.როგორც „პოლიტიკოს“ წყაროები ამბობენ, თეთრ სახლში ირანისთვის „ვენესუელურ სცენარს“ განიხილავენ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსი მიდის, რომელსაც შიდა მხარდაჭერაც აქვს და ამავე დროს აშშ-ის მიმართ ლოიალურია.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ სჯერათ, რომ ფეჰლევს ირანში რეალური ლეგიტიმაცია ექნება.ამავე დროს, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ გალიბაფის კანდიდატურისადმიც.„გალიბაფი ამბიციური და პრაგმატულია, თუმცა ამავე დროს პრინციპულად ერთგულია ისლამური წყობის შენარჩუნების,“ – ამბობს პოლიტიკოსთან საუბარში ირანის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი, ალი ვაეზი.მოჰამად ბაგერ გალიბაფი ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. 1999 წელს დაინიშნა ირანის პოლიციის უფროსად. 2005–2017 წლებში იყო თეირანის მერი. 2020 წლიდან კი იკავებს მეჯლისის, ირანის ერთპალატიანი პარლამენტის, თავმჯდომარის თანამდებობას.გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერდა, რომ გალიბაფი მონაწილეობდა აშშ-თან მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დაგეგმილი დარტყმები ხუთი დღით გადადო. თეირანი მოლაპარაკებების ფაქტს უარყოფს.

გია ვოლსკი – ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა, ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს

ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის უტიფარი და უწმაწური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას.„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავისი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა”- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა''- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს.

ბოლო სიახლეები