ტრადიციისთვის არ გვიღალატია, სოციალური საკითხები და ადამიანი, როგორც ყურადღების მთავარი ცენტრი, კვლავაც აქტუალური რჩება ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
სარჯველაძემ უპასუხა კითხვას: „2026 წლის ბიუჯეტი არის დამტკიცებული, რომლის პრიორიტეტადაც ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. რა მიმართულება იქნება თქვენი სამინისტროსთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომლის მოგვარებასაც ისურვებდით 2026 წელს?“
არის ცალკეული მიმართულებები, რომლის გამოც ამ დრომდე საჭირო იყო დედაქალაქში ან რომელიმე სხვა შედარებით დიდ ქალაქში მოსახლეობის ჩასვლას, თუმცა ხელმისაწვდომობა გახდება იქვე, რეგიონში. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივებს სასურველ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ხელმისაწვდომობა გაჩნდა კარდიოლოგიის, არითმოლოგიის მიმართულებით, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. ბუნებრივია, ყველა სიახლე იქნება დანერგილი. წინასწარ არ შემიძლია, ზუსტად ჩამოვთვალო, წლის განმავლობაში რისი დანერგვა მოხერხდება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუდმივად მზარდი შესაძლებლობები ექნება იქნება ამ დაწესებულებას. მთელი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, კვარტალი არ გასულა, რომ ახალი, მნიშვნელოვანი სერვისი არ დამატებოდა რუხის კლინიკის მიერ შეთავაზებული სერვისების სპექტრს. ეს გაგრძელდება და მაქსიმალურად დაიხუნძლება ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო სერვისებით. ეს არის ალბათ მთავარი ღირსება, რომელიც აქვს ამ კლინიკას იმასთან ერთად, რომ სერვისებიც არის უმაღლესი ხარისხის. რა თმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომელიც უკავშირდება ცალკეული კლინიკური კერების შექმნას. ეს ეხება იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, არსებული სამედიცინო სერვისების განვითარებას, სადაც სახელმწიფო არის მიმწოდებელი. ამავდროულად, ეს უკავშირდება გარკვეული ხარჯების საკუთარ თავზე აღებას. ბუნებრივია, ცოცხალი პროცესია სამედიცინო სერვისები, რასაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს გეგმაში. არის ცალკეული სერვისები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს დანერგვას. საზოგადოდ, მედიცინა ვითარდება გარკვეული სიახლეებია როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფის, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. იგივე კიბოს დიაგნოსტიკის მიმართულებით არის ცალკეული სერვისები, რომლებიც დასანერგია ქვეყანაში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

