პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

მიხეილ სააკაშვილი: ისტორიაში ის შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა

მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს:

“ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს.

არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ისტორიაში ის შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა.” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჰელსინკის კომისია – ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში

ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების შესახებ. „დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ ძალით წაყვანაში მისი მთავარი როლის გამო. ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში. წლების განმავლობაში, ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის ჩაშლის შესახებ“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი – მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ

მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. როგორც ბლინკენი აღნიშნავს, აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში. „ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს ბიძინა  ივანიშვილს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირგამომთხრელად რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შედეგად საქართველო დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, პროტესტანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების მიმართ. შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში. ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სექცია 1(a)(ii)(C)-ის შესაბამისად, რადგან პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული იყო ან ცდილობდა ჩართულიყო ისეთ ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

GFF Awards – გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს.   GFF Awards 2024 2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი:გამარჯვებული – გიორგი მამარდაშვილი. ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. სამეულს შესაბამისი ქულები (5, 3, 1 ქულა) რიგითობის პრინციპით მიენიჭა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა

GFF Awards: თეონა ბაქრაძე 2024 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ახალგაზრდა ვაჟი მოთამაშე, ფუტსალელი და  კიდევ რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გამოავლინეს. 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე. 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე. 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამარჯვებული – საბა გოგლიჩიძე. 2024 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი. 2024 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეები (ალექსანდრე ჩივაძის მედლები) - საბა ხარებაშვილი (U17). საბა სამუშია (U19).

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახაზინო დეპარტამენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა აღმასრულებელი განკარგულება 14025-ით, რომელიც ეხება ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც დაბლოკილია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი ინტერესის გამო, ან ნებისმიერ სუბიექტს, რომელშიც ივანიშვილი ფლობს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად ან ჯამურად 50 პროცენტს ან მეტ წილს, იმ პირობით, რომ ასეთი სუბიექტი არ არის იდენტიფიცირებული უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სპეციალურად განსაზღვრულ მოქალაქეთა და დაბლოკილ პირთა სიაში“.

ბოლო სიახლეები