სამშაბათი, აპრილი 1, 2025

მიხეილ ლომთაძემ თურქულ სავაჭრო აპის ,,ჰეფსიბურადას“ მმართველ რგოლში ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა

თურქული სავაჭრო აპლიკაცია ,,ჰეპსიბურადას’’ მმართველი ორგანოს გამგეობის თავმჯდომარედ მიხეილ ლომთაძე დაინიშნა. მმართველი ორგანოს წევრები აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე აირჩიეს. კრება 2025 წლის 31 იანვარს გაიმართა. ,,ჰეპსიბურადას’’ წილი Kaspi.kz-მა 2025 წლის იანვარში შეიძინა. მიხეილ ლომთაძე კი ამ ყაზახური ფინტექიდან ,,ჰეპსიბურადას’’ თანააქციონერი გახლავთ.

მიხეილ ლომთაძესთან ერთად მმართველი ორგანოს Kaspi.kz-ის სხვა ტოპ-მენეჯერებიც შეუერთდნენ. ,,ჰეფსიბურადას’’ გამგეობის წევრები იური დიდენკო, თენგიზ მოსიძე და პაველ მირონოვი გახდნენ. იური დიდენკო ასევე არის ხელმძღვანელის მოადგილე და ორი კომიტეტის – ადრეული რისკის იდენტიფიკაციისა და კორპორატიული მმართველობის წევრი. დიდენკო პასუხისმგებელია საბაზრო კაპიტალზე, მოსიძე ფინანსებზე. მირონოვი კი საოპერაციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, ჰეფსიბურადას გამგეობას შეუერთდა Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელი სანდრო ბერძენიშვილი.

,,ჰეფსიბურადას’’ მმართველ ორგანოში სულ ცხრა ადამიანი აირჩიეს, რითაც შემადგენლობა 11 წევრიდან 2-ით შემცირდა.

Kaspi.kz-მა Hepsiburada-ს აქციების 65.41%-ის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წელს მოაწერა. გარიგების ოდენობა მაშინვე გამოცხადდა – 1,127 მილიარდი დოლარი. ტრანზაქცია 2025 წლის 29 იანვარს დასრულდა. Kaspi.kz-მა განმარტა, რომ Kaspi.kz და Hepsiburada „შეინარჩუნებენ სხვადასხვა ბრენდს და ოპერაციულ სტრუქტურებს“.

გარიგების შედეგად, Kaspi.kz Hepsiburada-ს მაკონტროლებელი აქციონერი გახდა. ფინტექმა თანხის ნაწილი, 600 მილიონი დოლარი გარიგების დახურვის დღეს ნაღდი ფულით გადაიხადა. დარჩენილი 526,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაირიცხოს არა უგვიანეს ექვსი თვისა.

კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.

სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები და ფინანსური სექტორი (ბანკები), რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021  წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.

(დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ).

1. სოკარ ენერჯი ჯორჯია

შემოსავალი: ₾ 2,350 მლნ.

სოკარ ენერჯი ჯორჯია წელსაც საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სოკარ ჯორჯია გაზისგაყიდვები განაპირობებს.

მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა.

2. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

შემოსავალი: ₾ 1,204 მლნ.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც ევექსისჰოსპიტლებს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.

მფლობელი: საქართველოს კაპიტალი.

3. ტოიოტა კავკასია

შემოსავალი: ₾ 1,130 მლნ.

ტოიოტა კავკასიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან ტოიოტასა და ლუქსის ბრენდების ავტომანქანების, სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და კავკასიაში ავტორიზებული დილერებისთვის საბითუმოდ მიყიდვაა.

მფლობელი: Toyota Tsusho Corporation

4. ნიკორა

შემოსავალი: ₾ 1,013 მლნ.

ნიკორა კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების მზარდ ქსელს – ნიკორასა და ლიბრეს აერთიანებს და ბაზარზე 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.

მფლობელი: ვასილ სუხიაშვილი – 23%, Greenmoon LTD – 13.3%, დავით დუმბაძე – 10.5%, ოლეგ გუბანოვი – 10%, თალიკო ცირეკიძე – 9%, სს ნიკორა – 6.5%, მაკა სალუქვაძე – 6%, გურამ ცერცვაძე – 5%, ირაკლი ნიკოლაიშვილი – 2.8%, ეკატერინა გუბანოვა – 2%, კსენია გუბანოვა – 2%, ოლგა გუბანოვა – 2%, ტარადინ დემენტი – 2%, თამარ ჯერენიშვილი – 2%, ნიკა სუხიაშვილი – 1.1%, სოფო სუხიაშვილი – 1.1%, ანტონ ნიკოლაიშვილი – 0.9%, რუსუდან ჯერენაშვილი – 0.9%.

5. რომპეტროლ საქართველო

შემოსავალი: ₾ 979 მლნ.

რომპეტროლი წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლის“ მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.

მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება).

6. თეგეტა მოტორსი (ჯგუფი)

შემოსავალი: ₾ 950 მლნ.

თეგეტა მოტორსი საქართველოში ავტომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს დილერსა და ავტონაწილების ბაზრის მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს.

მფლობელი: თემურ კოხოძე.

7. ორი ნაბიჯი

შემოსავალი: ₾ 879 მლნ.

ორი ნაბიჯი საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერია. 2022 წლის ბოლოს თბილისსა და სხვა რეგიონებში კომპანია 400 მაღაზიას ფლობდა.

მფლობელი: გოჩა ცქიტიშვილი – 33.34%, გიორგი ჩხეიძე – 33.33%, კახი ბექაური – 33.33%.

8. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)

შემოსავალი: ₾ 775 მლნ.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტსა და 71 პატარა ფორმატის სუპერმარკეტს ფლობს.

მფლობელი: შპს Majid Al Futtaim Capital.

9. პსპ ფარმა

შემოსავალი: ₾ 745 მლნ.

პსპ ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლებს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.

მფლობელი: 95% – კახაბერ ოქრიაშვილი, 5% – თენგიზ ჯამელაშვილი.

10. ავერსი ფარმა

შემოსავალი: ₾ 738 მლნ.

ავერსი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლების ქსელს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.

მფლობელი:  67% – პაატა კურტანიძე, 33% – ნიკოლოზ კურტანიძე.

ვრცლად: forbes.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს – პაროსსა და მიკონოსს დაარტყა

ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს - პაროსსა და მიკონოსს დაარტყა.წყალდიდობის გამო, დაიხურა სკოლები, აკრძალულია საავტომობილო მოძრაობა.პაროსის მთავარ ქალაქებში დატბორილია ტურისტული უბნები. მაშველებმა სტიქიით დაზარალებული რაიონებიდან 13 ადამიანი გამოიყვანეს

დონალდ ტრამპი – ჩრდილოეთ კორეა დიდი ბირთვული ერია, კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა, კონტაქტი შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კონტაქტს არ გამორიცხავს.ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი ჩრდილოეთ კორეასთან, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე მათთან კონტაქტი შედგეს.„დიდი ბირთვული ერია და კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია“, – თქვა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

100-150 ათასი კაცი გამოვედით და სალომე ზურაბიშვილმა ისტორია მოგვიყვა, როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება, უნდა ავირჩიოთ ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი – პაატა ბურჭულაძე

ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა და რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.ბურჭულაძის თქმით, ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, „უნდა აირჩიოს ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი“.„ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ათობით ათასი, შეიძლება ასი ათასი და მეტი ადამიანი მოვიდა, ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ისევ რაღაც გეგმა, რომელიც როდის იქნება კაცმა არ იცის. აქ არის ხალხი, რომელსაც აღარ აქვს დრო, ამდენი მოითმინოს. ქვეყანა იკარგება, ქვეყანა უკვე სხვა მიმართულებით მიდის. აქ დედები დგანან, რომელთა შვილებიც ციხეში სხედან. ახალი არჩევნებისთვის მზადება – რა არჩევნებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანა იკარგება. ჩვენ გამოგვირთეს მიკროფონები და მეგაფონით ვილაპარაკეთ. გამოვედი წინადადებით, რომ ჩვენ, ყველანი ვიკრიბებით 8 აპრილს, საღამოს და არ ვიშლებით, ვიდრე არ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ სასწრაფოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მთავარია, გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამას დაემატება კიდევ რამდენიმე მოთხოვნა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რადგან არავინ არაფერს აკეთებს. ვდგავართ, ველოდებით და უკვე ოთხი თვე გავიდა. ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე. რაც დღეს ჩატარდა, ეს იყო დივერსია, 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, თურმე როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, უნდა ავირჩიოთ ვიღაც ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი და ამას ყველაფერს უხელმძღვანელოს, თუმცა ჩვენ ჯერ ამაზე არ გვისაუბრია, არც ვიცი, ვისთან ვისაუბრო. როგორც ოჯახის წევრებს, ისე ველაპარაკები ყველას რუსთაველზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა, მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ

160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ უნდა მოემზადონ.„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები, ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა

სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმა ჯერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შექმნა, ახლა უკვე კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც.„უწინასწარმეტყველეს, რომ ის ე.წ. ნაცმოძრაობაში იმ პატივისცემით აღარ ისარგებლებდა, რაც არჩევნებამდე ჰქონდა. ეს ასეც ხდება – აქციაზე უსტვენენ და უკვე აგდებენ. მისი ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ ხვდება, არამედ თურმე საქმეებს „ულაგებს“ და ჭკუას ასწავლის. „ნაცმოძრაობამ“ რაც დათესა, სალომე ზურაბიშვილის სახით, ის მიიღო. სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც. საქართველოს პრეზიდენტად რა პლატფორმითაც მოვიდა, ამის საწინააღმდეგო საქმეები აკეთა. „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები. ამ შემთხვევაში, ხელში ხან მიშას პლაკატს დააკავებინებენ და ხან – თავის პლაკატს. ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ბოლო სიახლეები