სამშაბათი, მარტი 10, 2026

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ მედიაში პოსტს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბედნიერები ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ახალ ფურცელს შლის და იწყებს მეორე საუნივერსიტეტო წელს, პირველი ნაბიჯებით, პატარა თუ დიდი გამოწვევებით და ბრწყინვალე წარმატებებით სავსე წლის შემდეგ“,- ნათქვამია პოსტში, რომელსაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი სოციალურ მედიაში ავრცელებს.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ KIU-ს ფილოსოფია „მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული და უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკით და გამოცდილებით, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას რეგიონში.

„ახლა KIU ელოდება სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღებას, რომლებიც სწავლას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში შეუდგებიან. ჩვენ ვამაყობთ რომ გვაქვს ასეთი ძლიერი პარტნიორობა!“, – ნათქვამია TUMint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„TUM International GmbH (TUMint) არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია და ერთმანეთთან ინტეგრირებული მეცნიერებისა და ინდუსტრიული კლასტერების განვითარების, კოორდინაციისა და მართვის წამყვანი მიმწოდებელი. TUMint ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ტალანტების მართვის პროგრამების მეშვეობით ერთად კრებს საერთაშორისო პარტნიორებს კვლევის, პოლიტიკისა და ინდუსტრიის სფეროებიდან. TUMint ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარდეს როგორც ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო ეკოსისტემა.

TUMint ხელს უწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კამპუსის, სტრატეგიის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. TUMint-ის საქართველოზე მომუშავე გუნდი საქართველოსა და გერმანიას შორის აკადემიურ-ინდუსტრიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უზრუნველყოფს პარტნიორობის დამყარებას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რათა მოხდეს განათლების, ინოვაციებისა და შრომის ბაზრის ერთმანეთთან დაკავშირება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოჰან ვადეპული – ირანთან კონფლიქტმა არ უნდა გადაფაროს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა

ირანთან კონფლიქტმა არ უნდა გადაფაროს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა იერუსალიმში ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ვადეპულის თქმით, ჰუმანიტარული ვითარება კვლავ კრიტიკულია და დამხმარე ორგანიზაციებს ჯერ კიდევ არ აქვთ ტერიტორიაზე სათანადო წვდომა.„ირანი თავის სულ უფრო აგრესიული ქცევითა და სამხედრო პოტენციალის განვითარებით საფრთხეს წარმოადგენს, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის. ირანის თავდასხმები საბოლოოდ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ვადეპულმა.თავის მხრივ, ისრაელის საგარეო მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს უსასრულო ომი არ სურს, თუმცა კონფლიქტის დასრულების დრო ამერიკელ პარტნიორებთან კოორდინაციით განისაზღვრება.„ნაწილობრივი შედეგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. განვაგრძობთ, ვიდრე ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ჩავთვლით, რომ შეჩერება მიზანშეწონილი იქნება“, – განმარტა საარმა.

აკაკი ჯინჭარაძე ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ხოსე მანუელ ალბარესი – ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში სერიოზული შეცდომა იქნება, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს

ესპანეთის საგარეო მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში სერიოზული შეცდომა იქნება და ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ალბარესმა დაგმო, როგორც ჰეზბოლას სარაკეტო დარტყმები, ასევე ისრაელის შეტევები. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰეზბოლამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და მიიღოს ლიბანის მთავრობის მიერ შეთავაზებული განიარაღების გეგმა. „ისრაელს მოვუწოდებთ, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. ჰეზბოლასგანაც მოვითხოვთ ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტას და ლიბანის მთავრობის განიარაღების გეგმის მიღებას“, – აღნიშნა ხოსე მანუელ ალბარესმა აშშ-ესპანეთის ურთიერთობების შესახებ  დასმულ კითხვაზე ალბარესმა განაცხადა, რომ დონალდ  ტრამპის სავაჭრო მუქარების მიუხედავად, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

პერე ჟოან პონი – ჩემი განსასჯელი არ არის, პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, ისინი პატიმრობაში არიან პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებების გამო, ერთ-ერთი ნაბიჯია მათი...

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატთან შეხვედრა, ეს თხოვნა გადავეცით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის სპიკერს. პასუხი უარყოფითი იყო, ჩვენ ამას ვიღებთ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონმა განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სერიოზულია მდგომარეობაა საქართველოში და ისახავს თუ არა მიზნად ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული კანონები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პონმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას, მხარეთა ნაწილის თქმით, ქვეყანაში მდგომარეობა 2024 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.„დღეს ზოგიერთი მხარისგან გავიგეთ, რომ მდგომარეობა 2024 წელთან შედარებით, სულ მცირე, არ გაუმჯობესებულა. პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს დღეს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის სასჯელის 50 პროცენტზე მეტი მოხდილი პატიმრების გათავისუფლების საკითხის განხილვა“, – განაცხადა პონმა.ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა დაკავებული პირები პოლიტპატიმრები, პერე ჟოან პონმა აღნიშნა, რომ ეს მისი განსასჯელი არ არის.„ეს ჩემი განსასჯელი არ არის პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი პატიმრობაში არიან პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებების გამო. ჩვენ დიალოგს ვესწრებოდით, სადაც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა ერთმანეთთან ჩვენი მეშვეობით საუბრობდნენ.მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატთან შეხვედრა. ეს თხოვნა გადავეცით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის სპიკერს, პასუხი უარყოფითი იყო. ჩვენ ამას ვიღებთ. მთავრობას უფლება აქვს, უარი თქვას, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, განეხილათ ეს საკითხი. მიგვაჩნია, რომ თუ აპირებთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, რაზეც ამ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ, პოლიტიკური მოლაპარაკება საჭიროა.  მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ მიერ გამოცდილი სიტუაცია, სულ მცირე, გვავალდებულებს, ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მათ ეს უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია დღეს, ტყიბულში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია დღეს, ტყიბულში დაკრძალეს.მანამდე, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, დაღუპულის მეგობრებმა და ახლობლებმა.მამუკა კეკელია უკრაინაში 2024 წლის 26 ოქტომბერს რუსეთ უკრაინას საომარი მდგომარეობის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.კეკელიას ცხედარი იდენტიფიცირების შემდეგ უკრაინიდან საქართველოში 6 მარტს გადმოასვენეს.

ბოლო სიახლეები