ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

მიირთვით ფინიკი და 3 დღეში ნახეთ საოცარი ეფექტი

დღეში 3 ფინიკის (იგივე ინდის ხურმა) მიღება საკმარისია, რათა თქვენი ორგანიზმი უზრუნველყოფილი იყოს ყველა სასარგებლო მიკროელემენტით. იგი არა მარტო აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ფინიკით თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტკბილეული. მოგინდათ კანფეტი? – შეჭამეთ ფინიკი. იგი გემრიელიცაა (ზოგ კანფეტზე უკეთესი გემო აქვს), ტკბილიც და სასარგებლოც. ყვლაზე კარგია ფინიკის მიღება რძესთან ერთად. შეგიძლიათ ჩაისთან ერთადაც მიირთვათ. მართალია იგი შეიცავს შაქარს, მაგრამ სამეცნიერო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფინიკის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად არ იმატებს. ჩართეთ ფინიკი თქვენს მენიუში უცვლელ ნუგბარად და თქვენ თავს შესანიშნავად იგრძნობთ!

ფინიკი უნდა მიიღოთ ხშირად!

1. ანტიოქსიდანტური დაცვა

ფენოლური ანტიოქსიდანტები – ამ ნივთიერებებს ფინიკი მოჭარბებულად შეიცავს. ისინი იცავს თქვენს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებებისგან. ლეღვსა და ქლიავშიც ეს სასარგებლო ნივთიერებებია.

2. უჯრედისი

რეკომენდებულია ფინიკის მიღება მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს, რადგან ის დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. საკვები ბოჭკო ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაში, ამასთანავე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. უჯრედისი ეხმარება პროდუქტს იოლად გაიაროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და წმენდს ორგანიზმს. ამას გარდა, უჯრედისი უზრუნველყოფს კარგად დანაყრებას საკვების მიღების შემდეგ.

3. ვიტამინები და მიკროელემენტები

ფინიკი შეიცავს ნახშირწყლებსა და ცილასაც. ასევე მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, სპილენძს, ფოსფორს, და თქვენ წარმოიდგინეთ, მანგანუმსაც კი. ფინიკი მდიდარია ვიტამინებით: А, В, С, Е, В6.

რა მოხდება, თუ ფინიკს რეგულარულად მიიღებთ?

თმისა და კანის მდგომარეობა შესამჩნევად შეიცვლება უკეთესობისკენ, გაგიუმჯობესდებათ მხედველობა, უკეთ იმუშავებს თქვენი ღვიძლი, გაგიქრებათ ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი, კალიუმისა და მაგნიუმის წყალობით თქვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე, მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავი და აღარ შეგაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები.

ფინიკი გამოიყენება დაავადებათა სამკურნალოდაც კი!

პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები მოიცავს ტკივილსა და დაბუჟებას, ან სისუსტეს ხელებსა და ფეხებში. ეს პათოლოგიური მდგომარეობა ხშირად უვითარდებათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ნერვის დაზიანების შემდეგ. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ფინიკის მიღება არა მარტო სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ დაავადების შესაფერხებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ფინიკი საარგებლოა ღვიძლის ფიბროზის დროსაც. ტოქსინები აზიანებს ღვიძლის ქსოვილს და მასზე წარმოიქმნება ნაწიბურები – სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ფიბროზს. ფინიკი ეხმარება ორგანიზმს ფიბროზის თავიდან აცილებასა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ყველაზე სასარგებლო კურკიანი ფინიკია. აარჩიეთ მუქი ფერის, მშრალი, დანაოჭებული ნაყოფი. მას არ უნდა ჰქონდეს ობი და არ უნდა იყოს ჩაშაქრული. დატკბით ამ ჯადოსნური ჩირით, რომელიც რკინისებურ ჯანმრთელობას გაჩუქებთ!
ამ საოცარ პროდუქტს მუსლიმები ტყუილად კი არ თვლიან წმინდა საკვებად! მისი ჩირი სასარგებლოა თქვენი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემისთვის. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი – სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს.ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა, ჩვენ ეს არ გვინდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“.ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კი განადგურებულია.დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და ახლა ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.„მთავარია, გავიმარჯვოთ – სწრაფად, მაგრამ გავიმარჯვოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის უკვე მოგებულია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის შევჩერდებით. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ადამიანი, ვინც იცის, რას აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრე ერთ საათში დავშალოთ და 25 წელი დასჭირდებათ მის აღსადგენად. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – დონალდ ტრამპმა.

მეწყრული პროცესების გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს  სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

პიტერ სიიარტო – ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რეალობა კი – სხვაა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვიზიტის შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო სამინისტროსთან არ შეათანხმა, რეალობა კი სხვაა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.ამგვარად, სიიარტო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია.სიიარტოს განმარტებით, უნგრული დელეგაციის ვიზიტი წინასწარ იყო შეთანხმებული და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 მარტს უნგრეთის საელჩომ უკრაინის საგარეო სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მეთაურობით დელეგაცია „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდოდა.პიტერ სიიარტო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება მაშინ შეაჩერა, როდესაც საზღვაო გზით ნავთობის გადაზიდვა ყველაზე არაპროგნოზირებადია და „დრუჟბა“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივად რჩება.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. „არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე ირანის თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.რეზოლუცია ასევე მოითხოვს ირანის მხრიდან ყველა თავდასხმისა და მუქარის, მათ შორის, დაჯგუფებების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.დოკუმენტი ასევე გმობს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას.რეზოლუციას 130-ზე მეტი თანაავტორი ჰყავდა. მას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.როგორც „ბიბისი“ წერს, რეზოლუცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს არ მოიცავს.

ბოლო სიახლეები