ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქამდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, რადგან არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა.

“ერთ მხარეს იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ, პარტიები ემატებოდნენ და აკლდებოდნენ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა, აქეთ “ქართული ოცნება”, იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს ჩაკეტილი წრე ვერაფრით გაირღვა და ვერც გაირღვევა რომ არა ასეთი გაგრძელება მოვლენების. ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვფიქრობ, როგორც იურისტი, სათანადო მსჯელობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი, დემოკრატიული, გამართული პოლიტიკური სისტემა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება

ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიუ გუტერეშმა განაცხადა.გუტერეშმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, შეწყვიტონ ომი, ხოლო ირანს – შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა.გუტერეშმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ლიდერები განადგურების ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.„კონფლიქტის ბევრი ასპექტი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველი არ არის: თუ ომის დაფდაფებზე დარტყმა გაგრძელდება, ესკალაცია მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გუტერეშმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მემორიალი 2005 წელს დევინში გაიხსნა. ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა.მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმიისტრაციის წარმომადგენლები.

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, ხოლო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.„ირანის განცხადებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები