ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

მზია ამაღლობელის ადვოკატი აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან მივიღეთ პასუხი, რომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საჩივარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო განხილვა არ ჩატარდება, უნდა შეიცვალოს თუ არა აღკვეთის ღონისძიება, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯაბა ქათამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

„უფრო მეტს მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც დასაბუთებულად წერილობით ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება. გავაგრძელებთ ქალბატონი მზიას უფლებების დაცვას, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. დავიწყებთ მუშაობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისთვის, ვინაიდან დარღვეულია, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური საფუძვლები, რაც აუცილებლად უნდა არსებობდეს პატიმრობის გამოსაყენებლად და ამიტომაც, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ასევე, 4 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია, რომ უნდა შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიება და პატიმრობის გამოყენების კანონიერი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ჯაბა ქათამაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2 000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, – განაცხადა პრემიერმა.

დონალდ ტრამპი – ნარენდრა მოდისთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, ძირითადად, ვაჭრობაზე, მან რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირა და დიდი რაოდენობით ყიდვას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის დიალოგი ძირითადად მსოფლიო ვაჭრობაზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დივალის, ანუ სინათლის ფესტივალის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.ტრამპმა ინდოეთის ლიდერთან წინა საუბარიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს მან ნარენდრა მოდის გადარწმუნება შეძლო.„ყველა ამერიკელის სახელით მინდა, თბილი სურვილები გავუზიარო ინდოეთის ხალხს. დღეს თქვენს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. შესანიშნავი საუბარი გვქონდა ძირითადად ვაჭრობაზე და ბევრ რამეზე. ის ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ვაჭრობით. ცოტა ხნით ადრე იმაზე ვისაუბრეთ, რომ პაკისტანთან ომი არ უნდა გვქონდეს და მისი გადარწმუნება შევძელი. როგორც ხედავთ, ჩვენ არ გვაქვს ომი პაკისტანსა და ინდოეთს შორის და ეს ძალიან კარგია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის შეძენა მნიშვნელოვნად შეამცირა.„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ის რუსეთისგან დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვას არ აპირებს. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს, ისევე როგორც მე. ნავთობის ყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირეს და მის შემცირებას კიდევ აგრძელებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.დღეს, 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის  მალხაზ კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ზოგადად პოლიტიკას და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი – ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო...

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აღარ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური ფლანგი ბუნებრივად შეივსება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, პარტია „ხალხის ძალამ“ ქართულ პოლიტიკაში თავისი კვალი უკვე დატოვა. პარტიამ ზოგადად პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი, რომლის თანახმადაც ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.„ოპოზიციურ ფლანგზე დღეს ვინც არ უნდა მოისურვოს სერიოზული ოპერირება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველას შეჭამს. ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. უნდა არსებობდნენ ისეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ექნებათ ჯანსაღი კრიტიკის სურვილი.ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა პარტია „ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, გავერთიანდით რამდენიმე ადამიანი და შევძელით საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა იდეა - ჩვენ შეგაიარაღებთ სიმართლით და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღეთ. ანუ ქართულ პოლიტიკაში ჩვენ ჯერ საქმეები ვაკეთეთ და შემდეგ შევქმენით პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში „ხალხის ძალამ“ თავისი კვალი უკვე დატოვა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ყველაზე მთავარი, რაც შევძელით არის ის, რომ საზოგადოება ჩავრთეთ პროცესებში, რის გარეშეც ნამდვილად გაუჭირდებოდა ქართულ სახელმწიფოს იმ პერიპეტიების გადალახვა, რაც გავიარეთ. ყველას კარად გვახსოვს, რომ უდიდესი წნეხი და ზეწოლა იყო საქართველოზე - პირდაპირ ცდილობდნენ ომი გაესაღებინათ მშვიდობად.„ხალხის ძალამ“ ზოგადად პოლიტიკას და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი - ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები