პარასკევი, მაისი 2, 2025

მექსიკის პრეზიდენტი – ძალიან კარგი დიალოგი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი“ დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით .

„ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში. აშშ-ის მთავრობა ძალიან დაინტერესებულია მექსიკასთან დეფიციტის შემცირებით. უკვე დიდი ხანია, ვთავაზობთ გზებს, რომლითაც გვექნება კიდევ უფრო მეტი ვაჭრობა, ვიდრე ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა შაინბაუმმა.

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განაგრძობენ მუშაობას სავაჭრო ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი...

„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს,“ - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ, უკვე, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი, საერთოდ არ იქნება საინტერესო, ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით.ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში, ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ, მართლა, მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ღაზის სექტორისკენ მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემი შესაძლოა, ჩაიძიროს, მასში 30 აქტივისტი იმყოფება – „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაცია“

მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემში იმყოფებიან აქტივისტებიც, – ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაციაში“ განაცხადეს.შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთ გემზე გაჩენილი ხანძარი, თუმცა არ არის მითითებული, ვინ შეიძლება, ყოფილიყო თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ასევე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.„დრონით თავდასხმა, როგორც ჩანს, კონკრეტულად გემის გენერატორისკენ იყო მიმართული და ახლა გემი შესაძლოა, ჩაიძიროს. გემზე 30 საერთაშორისო უფლებადამცველი აქტივისტი იმყოფება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

თეა წულუკიანი “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლული მარად ართმელაძის მამას: სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ, ეს ვერ გამოასწორებს ზიანს, რაც მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად თქვენი შვილი აღიარებულ იქნა...

"თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში", - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" შედეგად მოკლული მარად ართმელაძის მამასთან საუბრისას აღნიშნა.მისი თქმით, ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია. წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, სამივე ინსტანციის განაჩენი, ვინაიდან დადგინდა სიმართლე, რომ მოკლული მარად ართმელაძე უდანაშაულო იყო."უშიშროების სამსახური რომ ებარა იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შველი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჯეი დი ვენსი: ილონ მასკი არსად მიდის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი არსად მიდის.მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოსტს არ დატოვებს, თუმცა უწყებაში ნაკლებ დროს გაატარებს, რადგანაც მას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს.ვენსმა აღნიშნა, რომ პოსტს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც შეინარჩუნებს, რომელიც ე.წ. სიგნალ-სასაუბროს სკანდალში ფიგურირებს.ცნობისათვის, ერთი თვის წინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა დახურულ სასაუბრო ჯგუფში შეცდომით გამოცემა „ატლანტიკსის“ მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა. სასაუბრო ჯგუფში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, თავდაცვის მდივანი, იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ.

გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჩემმა მეუღლემ ამას ვეღარ გაუძლო და სიმწრისგან გაითიშა – „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლულის მამა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.მიხეილ ართმელაძე იხსენებს თუ რა მდგომარეობაში დაიბრუნა გარდაცვლილი შვილი, მისი თქმით, გარდაცვლილს ამოღებული ჰქონდა ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია, გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით, რომ სისხლიანმა რეჟიმმა ცარიელი ფუტლარი დაუბრუნეს ოჯახს.„ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

ბოლო სიახლეები