მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმა ვერაკრუსის შტატში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოხდა. მერობის კანდიდატის გარდა, მოკლულია კიდევ სამი ადამიანი.
ქალაქ ტაქსისტეპეკის მერობის კანდიდატი იესენია ლარა გუტიერეში მოქალაქეებს ხვდებოდა, როდესაც ცეცხლი გახსნეს. ვიდეოში ისმის დაახლოებით 20 გასროლა.
პროკურატურის განცხადებით, მოკლულია სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის მერობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი იყო. ასევე დაშავებულია სამი პირი. თავდასხმა დაგმო მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა. მისივე თქმით, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია,
„ჩვენ ვახორციელებთ კოორდინირებას უსაფრთხოების მდივანთან ყველა სახის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ვერაკრუსის და დურანგოს შტატებში საარჩევნო პერიოდში იყოს საჭირო“, – განაცხადა პეზიდენტმა.
მექსიკაში საარჩევნო პერიოდში თავდასხმები ხშირად ხდება. 2024 წლის მაისში გერეროს შტატში საარჩევნო ღონისძიების დროს მერობის კანდიდატი მოკლეს. რამდენიმე დღეში კი მიჩოაკანის შტატის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს. ოქტომბერში თავდასხმას ემსხვერპლა გერეროს შტატის ქალაქ ჩილპანსინგოს მერი, რომელსაც თანამდებობა ერთი კვირის დაკავებული ჰქონდა.