ჩვენი ერები ინსტინქტურად ერთნაირი აზროვნების არიან, ამ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს. ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მონარქმა მეფე ჩარლზმა, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ჩარლზის თქმით, ორი ერის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ აშენებული ალიანსი „ჭეშმარიტად უნიკალურია“ და მათ ბევრი მსგავსება აქვთ.
„ორივე ქვეყანაში სწორედ ჩვენი ცოცხალი, მრავალფეროვანი და თავისუფალი საზოგადოებების არსებობა გვაძლევს ჩვენს კოლექტიურ ძალას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი, ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი, თუ არც ერთი რწენის მიმდევარი“, – განაცხადა მან.
მონარქის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ბრიტანეთი არასტაბილურ და საშიშ ეპოქაში არიან, მათ წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან დიდია, რომ რომელიმე ერმა მარტომ გაუძლოს.
„მაგრამ ამ არაპროგნოზირებად გარემოში, ჩვენი ალიანსი არ შეიძლება, დაეყრდნოს წარსულ მიღწევებს ან ვივარაუდოთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები უბრალოდ გრძელდება“, – განაცხადა მან.

