სამშაბათი, მაისი 13, 2025

მეუფე შიო მუჯირი – თუ გვინდა, გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, უნდა ვეცადოთ, დავიცვათ სარწმუნოება და ჩვენი სამშობლო

თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქული ანდრია იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოწაფე და მას განსაკუთრებული მისია დაეკისრა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა როცა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად.

და აი, ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნებოდა ქართველთა მცველი უკუნისამდე, ხოლო თვითონ – მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ სძლევს მათ.

მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები: „არა უგულებელსვყოფ შენი მეოხებით ერსა მას საზეპუროსა, უფროის ყოველთა ნათესავთასა შენდამი წილხვდომილს“. აი, ასეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ, ძვირფასო ძმებო და დებო.

წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოს მრავალ კუთხეში, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააშენა ტაძრები და ამიტომაც ითვლება იგი ჩვენი ქვეყნის მფარველად, საქართველოს ეკლესია კი იწოდება სამოციქულოდ, რადგან სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა.

ეს მოვლენები – ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში, მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებასთან ერთად – არის სწორედ იმ საზეპუროობის ნიშნები, რომელზეც უთხრა იესო ქრისტემ გამოცხადების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამ მოვლენებით გამოჩნდა უფლის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ერისადმი და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და მცველი. ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს ყოველივე ამისთვის.

ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. აი, სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს.

პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს: „ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის“ (II კორ. 5,15). ჩვენი, როგორც ერის და არამარტო, როგორც ცალკეული პიროვნების, მოწოდება არის ის, რომ ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამქვეყნიური, მიწიური ინტერესებისთვის, არამედ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა მცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად – ანდრია პირველწოდებული სვიმონ კანანელთან და სხვა მოციქულებთან ერთად.

ჩვენი წინაპრები, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა; და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო.

დღეს დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც არის წმინდა ანდრიას სამოციქულო მსახურების ნამდვილი გამგრძელებელი. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაულიც დაწესდა მისი ლოცვა-კურთხევით და მისი ღვაწლის დიდი შედეგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღესასწაული გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად, რითაც დაადასტურა, რომ ეს არამხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის დღეც არის.

მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიო მუჯიირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ChatGPT-ის მკითხაობის შემდეგ, საბერძნეთში ქალი ქმარს დაშორდა

საბერძნეთში ქალმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ ყავის ნალექზე მკითხაობისას კაცი სავარაუდო ღალატში ამხილა.მედიის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალმა ოჯახის მომავლის გაგება გადაწყვიტა. მან ყავა მოიდუღა, ნალექის ფოტოები კი ChatGPT-ში ატვირთვა და ხელოვნურ ინტელექტს მათი ინტერპრეტირება სთხოვა.ChatGPT-მ ივარაუდა, რომ მომავალში მისი ქმარი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს და ცოლს უღალატებს. ხელოვნურმა ინტელექტმა ნალექში შესაძლო საყვარლის ინიციალებიც კი გამოყო. ამის შემდეგ ქალმა ქმარი სახლიდან გააგდო, 3 დღის შემდეგ კი განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.„მე ამ ყველაფერზე მეცინებოდა, თუმცა ჩემმა ცოლმა ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. წასვლა მთხოვა, ჩვენს შვილებს კი უთხრა რომ ვშორდებით. შემდეგ ადვოკატმა დამირეკა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს უბრალო ლაპარაკი არ იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოტენციურმა მოღალატემ.წყვილი ერთად 12 წლის განმავლობაში იყო.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ChatGPT ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. მანამდე ამერიკაში ქალმა 20-წლიანი ქორწინების შემდეგ მიატოვა ქმარი ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის გამო. ქალი ამტკიცებდა, რომ სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან იგრძნო პირველად რას ნიშნავს, როცა ვიღაცას უყვარხარ.

სეტყვა და ძლიერი ქარი კახეთში – დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ვენახები

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო სანიაღვრე არხებმა, რის გამოც სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში  დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები.ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.

გაეცანით, როდის გაიმართება ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი

დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის” ორი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი და მასპინძელი – შვეიცარია.შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია 15 მაისს, ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლაივ შოუს ყურებას 1TVPLAY-ზეც შეძლებთ.კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.2025 წლის კონკურსს სამი წამყვანი ეყოლება. ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეურთდება.2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით, ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს. 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.გავაშელიშვილმა პროფესიული კარიერა საქართველოში, თელავის „იმედში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა. სერბეთის სუპერლიგაში მან  55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.გავაშელიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.„გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის კარგი ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.

ბოლო სიახლეები