ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

მეუფე შიო: ვიფხიზლოთ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით

როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.

„წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მის შესახებ ამბობს ასეთ სიტყვებს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, რომელმაც გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისთვის და წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც“.

მისი ხსენების დღეს ყოველთვის იკითხება სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ, ვინაიდან წმინდა ნინო იყო ბრძენი ქალწულის ნამდვილი მაგალითი. ეს იგავი მოგვითხრობს, რომ ქალწულები ანთებული ლამპრებით ელოდნენ სიძის მოსვლას, მაგრამ ჭკვიანმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც მოიმარაგეს. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას, ხოლო სულელ ქალწულებს ზეთი მოაკლდათ. ამიტომ ჩამქრალი ლამპრებით შეხვდნენ სიძეს და ქორწილში ვერ შევიდნენ ამის გამო. სიძემ მათ უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ მე თქვენ“ (მთ. 25:12).

ამ იგავში საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რომელიც ყოველ ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი, თავისი კეთილი საქმეების გამო, ღმერთისთვის ანგარიშის ჩაბარებას. ეს იგავი გვასწავლის, რომ რწმენასთან ერთად აუცილებელია, გვქონდეს კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. სულელ ქალწულებს ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ, ჭკვიან ქალწულებს კი ჰქონდათ იმიტომ, რომ მათ იზრუნეს სიძესთან სათანადო შეხვედრისთვის.

როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. ყველა ადამიანს მოუწევს მასთან შეხვედრა. ამიტომ ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ ამ შეხვედრისთვის.

ეს იგავი გვაფრთხილებს, რომ ჩვენი უზრუნველობის გამო, შეიძლება, სავალალო შედეგი მივიღოთ, მოუმზადებელი აღმოვჩნდეთ ღმერთთან შეხვედრისთვის. ეს უზრუნველობა ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, რომელიც ზარმაცობს, რომელიც თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს და იმედოვნებს, რომ შემდგომ, მომავალში, მოასწრებს ცხოვრებასაც, მოასწრებს სინანულსაც, მოასწრებს გამოსწორებასაც, ისწავლის სიყვარულსაც, და ა.შ. ის ფიქრობს, რომ ნუთუ მოულოდნელად მოვა სამსჯავრო და ღამით მოვა უფალი? ამიტომ ჯერ დრო მაქვს, ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო, შემდგომ მოვასწრებ მომზადებას, როცა შემატყობინებენ სამსჯავროს მოახლოებას. ასე ფიქრობს ის, მაგრამ ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო ყოველთვის მოდის ღამით და მოულოდნელად. რატომ? იმიტომ, რომ როცა ადამიანს სძინავს, მისთვის ნებისმიერი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, არც დღე და არც ჟამი, როდესაც ძე კაცისა მოვა“ (მთ. 25:13).

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ, რომ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის ქორწილში და ღირსი გავხდეთ, ღმერთისგან მივიღოთ მარადიული სიკეთეები, რაშიც შეგვეწიოს წმინდა მოციქულთასწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, მისი ღვაწლი ნამდვილად შეიძლება იწოდოს წმინდა ნინოს მოციქულებრივი მსახურების გაგრძელებად, რისთვისაც ვმადლობთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას და ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, წმინდა ნინომ დაგლოცოთ და წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ,-განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა.„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა.ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი – დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.წერილში ნათქვამია, რომ ილია მეორის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მართვის განმავლობაში ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს, ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ მძიმე დანაკარგის დროს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო

სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო.სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქს, ილია მეორეს სამგლოვიარო მსვლელობით საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენებენ.სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

მიხეილ სააკაშვილი – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა – მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა...

ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა - მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა - მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ქართულ ეკლესიას სწორედ ილია მეორემ აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.„ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა. ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი და ჩემი უმცროსი ვაჟის ნათლია, რომელიც პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს.სამწუხაროდ, ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ გვქონია ურთიერთობა, ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი, ისევე როგორც, მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ. შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია.მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა. მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო

ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ დობილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო, - აღნიშნულია რუსეთის პატრიარქ კირილეს განცხადებაში.ის აღნიშნავს, რომ ილია II-მ ღრმა პატივისცემა მოიპოვა საქართველოს საზოგადოებაში და ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა იყო„ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნვას მიუძღვნა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილიას პატრიარქობის თითქმის 50 წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქართულ საზოგადოებაში. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები