პარასკევი, ივნისი 20, 2025

მეუფე იაკობი ოპოზიციაზე: მონღოლებმა იცოდნენ, რომ შემოიჭრებოდნენ კარვებს გაშლიდნენ ხოლმე – რომ მიდიხარ ვერა – ვაკის საზღვარზე, ბოლობოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, – ისინი არ უყურებენ “ამან ეს გვითხრა, იმან ეს გვითხრა”… თბილისია, რა…

“რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, გეგონება მონღოლები შემოიჭრნენო. მონღოლებმა იცოდნენ, რომ შემოიჭრებოდნენ კარვებს გაშლიდნენ ხოლმე. ვერა ვაკეზე რა გინდა, რომ მიდიხარ ვერა ვაკის საზღვარზე ბოლო ბოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, სხვანაირად შეხედონ, – ისინი არ უყურებენ “ამან ეს გვითხრა, იმან ეს გვითხრა”… თბილისია, რა… “- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ქადაგებისას ოპოზიციის აქციების თემაზე საუბრისას განაცხადა.

“ევროპას რომ თავისთან ჩვენი მიღება უნდოდეს, ასე გვაწვალებდა? უკრაინას როგორ ექცევა- უკრაინა სჭირდება და ხედავთ, რა სიტუაციაა. მოლოდვაში ყველაფერი მოწონთ და ჩვბენი რა არ მოწონთ? ის გაუტეხლობა არ მოწონთ. ის არ მოწონთ, რომ ვიღაცეების ღმერთებს არ ვაღიარებთ. მე მადლიერი ვარ ევროპარლამენტარების იმ ნაწილის, თუნდაც ბორელის, ევროკომისრების, რომლებიც გვეუბნებიან ხოლმე, – ევროკავშირშ შემოსვლა არც იფიქროთ, თუ ოჯახური ფასეულობების კანონს თუ არ გააუქმებთო. მადლიერი იმიტომ ვარ, რომ არჩევანს მაძლევენ, საკითხი დამიყენეს, როგორც წმინდა გიორგი დაუყენეს. უფალი განსაცდელს ტყუილად არ მოუვლენს ხოლმე ერს. არჩევნები რომ ტარდებოდა, ერთი ძალა იყო – ოჯახური ღირებულებები, მეორე ძალა – იმის გამო, რომ უცხოეთმა მხარი დაუჭიროს, ჰგონიათ რომ უცხოეთი გადაწყვეტს და არ იციან რომ უფალი მეფობს…ევროპა როგორც ჩაერია, ზეწოლაც არ ჰქვია, ძალადობა იყო, როგორც იქცეოდნენ… იმათზე ნაკლები ჭკუა არა გვაქვს, საქმის კურსში ვარ რაც ხდება მსოფლიოში ჩვენი მისამართით. გავედით არჩევნებზე, 2 მილიონზე მეტმა კაცმა თავისი არჩევანი გააკეთა და რა გამოვიდა, – როდესაც ევროპაც ფიქრობდა და დღევანდელი ოპოზიციური პარტიები, რომ ბორელის ნათქვამი რამეს წარმოადგენდა ჩვენთვის, ან როთს იპოვიდნენ გერმანიაში და ჩამოიყვანდნენ, ნახეს რომ იმდენი ხმა არა აქვთ, გამოვიდნენ ქუჩაში. რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, გეგონება მონღოლები შემოიჭრნენო. მონღოლებმა იცოდნენ, რომ შემოიჭრებოდნენ კარვებს გაშლიდნენ ხოლმე. ვერა ვაკეზე რა გინდა, რომ მიდიხარ ვერა ვაკის საზღვარზე ბოლო ბოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, სხვანაირად შეხედონ, არ უყურებენ “ამან ეს გვითხრა, იმან ეს გვითხრა”… თბილისია, რა… ” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაატა სალია – 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს კითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ გამოყენებული არაპროპორციული ძალა და რა იყო ამის მიზეზი

20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს შეკითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ არა ძალა არაპროპორციულად გამოყენებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.როგორც სალიამ აღნიშნა, ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმის გამოძიების უფრო ეფექტურად ჩატარების შესახებ.„20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს, უფლება გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. ეს ცალსახად ხაზგასმულია და, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებისა, გამოიყენოს ძალა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე ან სხვა სახელმწიფო შენობებზე თავდასხმისას, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე დააკავა, მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს

გიორგი ლორია კარიერას ისევ „დინამო თბილისში“ განაგრძობს – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.მისი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა, შემდეგ კი თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრებენ.გიორგი ლორიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც გასულ სეზონშიც დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვიპროსულ არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა.მას ეკუთვნის რეკორდი საქართველოს ნაკრების მეკარეთა შორის – 39 წლის ლორიამ ეროვნული ნაკრების ფორმა 79-ჯერ მოირგო. ბოლოს „ჯვაროსნებში“ 5 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებთან ითამაშა და 17-წლიანი სანაკრებო კარიერა 79-ე მატჩით დაასრულა. თამაშის დაწყებამდე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გიორგი ლორიას სამახსოვრო მაისური და სპეციალური პრიზი გადასცა.

მამუკა ხაზარაძე – ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, ბედნიერიც ხარ, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ, ეს...

გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ.„დღეს 20 ივნისია, ექვსი წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო.ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.მას მერე ბევრი რამ მოხდა – „ოცნებამ” 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო. გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78 მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა. გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობისა და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები!დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა – ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ  ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია!ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! – რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონამორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძლედება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად!ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც!  დიახ, მე ბედნიერი ვარ რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! – აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს!ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დიდი თამაშეები თუ…ილონ მასკი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – დუმის ვიცე-სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადისლავ დავანკოვმა განაცხადა, მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს.ამის შესახებ პარლამენტარმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასკმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ისინი უნდა ეპატიოს.„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ყოველთვის დაველოდებით მას; ის ძალიან მაგარია თავისი ტექნოლოგიითა და ხედვით“, - განმარტა დავანკოვმა.პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ თვეში უნდა მოვიდეს.შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მეწარმე და მილიარდერი ილონ მასკის მამა, ეროლი, ჩავიდა. ის აღფრთოვანებული იყო მოსკოვით და აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქის შედარება ძველ რომთან შეიძლება.

ბოლო სიახლეები