პარასკევი, აპრილი 25, 2025

მერაბ კოკოჩაშვილი 90 წლის გახდა

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. რეჟისორი 90 წლის გახდა.

“სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო.

იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ, შრომაა საჭირო. ბუნებრივია, საყვარელი საქმის კეთებას ვგულისხმობ. თავიდანვე ვცდილობდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორი ამინდი გველის უქმეებზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში განახლებულ პროგნოზზე წერს:"საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდი.ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ინტენსიურად ხდება გადმონაცვლება გრილი და ნოტიო ჰაერის მასების, რომელიც არა და არ გვტოვებს და მზიანი დღეები მოგვენატრა.მომდევნო სამი დღის განმავლობაში -სანაპირო კურორტებზე პერიოდულად ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ბარში კი ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი და ჯერჯერობით არ დაგვითბება",-წერს მეტეოროგი.

დონალდ ტრამპი რომში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.მედიის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.ორი ქვეყნის ლიდერი, ხვალ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპს სხვა მსოფლიო ლიდერებთან აქვს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრები.ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრა თეთრ სახლში, თებერვლის მიწურულს გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად იყო ჩასული. თუმცა ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.

ნათია თურნავა – ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება, მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში

ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ამერიკელ ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.ნათია თურნავას თქმით, შეხვედრები გაიმართა საკმაოდ ცნობილ საინვესტიციო ფონდებთან, რომელთა ნაწილი უკვე ოპერირებს ქართულ კაპიტალის ბაზარზე, იძენს სახაზინო ვალდებულებებს და აკეთებს ინვესტირებას. ნაწილი კი, ახალი ინვესტორები არიან, რომლებიც აკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ეძებენ.როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება, მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორები ნაკლებ რისკიან ქვეყნებში ეძებენ ადგილს ინვესტირებისთვის.მისივე განცხადებით, ამერიკელ ინვესტორებთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა. სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები და არსებული პერსპექტივები, რასაც საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის, ახალი ინვესტორებისთვის მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობაა და ამავდროულად, ინფლაციის ან რაიმე ეკონომიკური შოკის ალბათობაც ნაკლებია.

მედია: უკრაინაში დაიღუპა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილის ვაჟი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

უკრაინაში დაიღუპა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გლოსის ვაჟი, 21 წლის მაიკლ გლოსი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.მაიკლ გლოსი ამერიკელი სამხედროების შვილია. ჯულიან გალინა გლოსმა დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია, 90-იან წლებში კი გახდა აკადემიის კურსანტთა შემადგენლობის პირველი ქალი მეთაური. დაზვერვის სფეროში 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ის დაინიშნა CIA-ს დირექტორის მოადგილედ ციფრული ინოვაციების მიმართულებით. გლოსის მამა - ლარი გლოსი - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანია, ის ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის აშშ-ის მთავრობისა და პენტაგონისთვის.2023 წლის აგვისტოში გლოსი რუსეთში ჩავიდა. რუსეთში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც მისი ვიზის ვადა იწურებოდა, მაიკლი, სავარაუდოდ, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინაში ომში. მისი სახელი გამოჩნდა მოსკოვის ერთ-ერთ მონაცემთა ბაზაში, სადაც მისამართად მითითებული იყო საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის პუნქტი იაბლოჩკოვის ქუჩაზე, ხოლო „ბინად“ - სამედიცინო შემოწმების კაბინეტი #302. ამ მისამართს უთითებდნენ უცხოელებს, რომლებიც ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გასაფორმებლად და მიემგზავრებოდნენ უკრაინაში საბრძოლველად.გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რომ მაიკლი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „ავანგარდში“ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „ავანგარდში“ ორკვირიანი წვრთნების შემდეგ, არაუგვიანეს 23 სექტემბრისა, მაიკლი ავტობუსით გადაიყვანეს სამხედრო ნაწილში, რომელიც ძირითადად ნეპალის მოქალაქეებისგან შედგებოდა.2023 წლის დეკემბერში გლოსი ფრონტზე გაემგზავრა, განაცხადა მისმა თანამებრძოლმა. მარტის ბოლოს 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკი უკრაინის პოზიციებზე შეტევაზე გადავიდა. მაიკლი 2024 წლის 4 აპრილს დაიღუპა, იტყობინება მისი ოჯახი ნეკროლოგში. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები უცნობია. მაიკლის დაკრძალვა აშშ-ში 2024 წლის 21 დეკემბერს გაიმართა.

„8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს… ბავშვი დედას და ბებიას ადანაშაულებს…“ – საქმეზე დაწყებულია გამოძიება

8 წლის ნაცემი ბიჭი დედას და ბებიას საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი.შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.ბავშვს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები