კვირა, იანვარი 19, 2025

მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებასთან ერთად, ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა​ და ახალი რეკორდი დაამყარა

დომინაცია 2 რაუნდის შემდეგ და სრული უპირატესობა ჩატარებულ 5 რაუნდში – გამარჯვებასთან ერთად მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ახალი რეკორდიც დაამყარა და ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა. სან პიერს, UFC-ის ისტორიაში, მეტოქე მიწაზე 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი, თუმცა ახლა ეს უპირატესობა ქართველი მებრძოლის ბალანსზეა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირმა ხახუტაშვილი-ისევ ის 40 ლარის მატება და საავადყოფოში უფასოდ მისვლა ურჩევნია იმ პენსიონერს, ვიდრე თქვენ კოშმარში დაბრუნება

ირმა ხახუტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ”აქციებიდან რომ გვეუბენბიან პენსიები არ იზრდებაო შესაბამისადო, ტურიზმი კვდებაო და, თან ქვეყანას არყევ არყევ, კონცერტებს შლი, ნაძვსხესთან შენ ქართველებს არ უშვებ და როგორ უნა განვითარდეს ქვეყანა? ხო იყავით ხელისუფლებაში, რატომ არ გვქონდა მაშინ ვიზალიბერალიზაცია? რატომ დასდევდა მიშა თითოეულ ტურსტს , გეხვეწები ჩამოდითო, მხოლოდ პირველ წელს, პრივატიზაციის ხარჯზე, ტყიდან დაწყებული , სკოლის შენობამდე რომ გაყიდეტ იმ ფულით რომ გაზარდეტ პენსია,მერე რატო შეაჩერეთ ზრდა? რატომ ვერ მიდიდოდა პენსიონერი სავადმყოფოში? ამაზე კიტხვები გაქვთ? ისევ ის 40 ლარის მატება და საავადყოფოში უფასოდ მისვლა ურჩევნია იმ პენსიონერს, ვიდრე თქვენ კოშმარში დაბრუნება. ( ეხლა შემხვდა სტატია, ვიღაც ჯაან სიმპო ტიპი საუბრობდა, როგორ იქცევა ქვეყანა და როგორი საამური იქნება ცხოვრება ტუ წარსულში დავბურნდით)”-წერს ხახუტაიშვილი.  

თამარ ივერი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს

თამარ ივერი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს. მოსაწვევს ოპერის ვარსკვლავი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ”მადლობელი ვარ მიწვევისთვის (ფული არ გადამიხდია)”    16

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექიმი, მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთი ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა. “მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურდებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი ადგილზე გარდაცვლილა. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს”, უთხრა გურია ნიუსს წყარომ.

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კვლავ ელოდებიან ისრაელისგან პალესტინელი პატიმრების სიას, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კვლავ ელოდებიან ისრაელისგან პალესტინელი პატიმრების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიას, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში. გავრცელებულ განცხადებაში „ჰამასი“ აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ყოველი გათავისუფლებული ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება. შესაბამისად დღეს 90 პატიმრის დაბრუნებას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება.

მეუფე შიო მუჯირი – ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა, შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს...

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. „ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. „განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, – ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29). რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე. როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, – როგორც მოგვითხრობს სახარება, – და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17). აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება. „სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, – ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, – როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან. ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ბოლო სიახლეები