შაბათი, აგვისტო 23, 2025

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს გარიგების დადება და ომის შეწყვეტა მის გამო სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა მის გამო სურს.

როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო.

„ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება. ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება ჩემთვის, გესმის? რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს“, – უთხრა ტრამპმა მაკრონს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არჩილ მუსელიანცი მოსამართლეს-რა ტანჯვაც და წამებაც მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ, ქალბატონო პროკურორო, გაიაროთ. [ნებაყოფლობით] ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. “რა ტანჯვაც და წამებაც მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ, ქალბატონო პროკურორო, გაიაროთ. ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ” - თქვა არჩილ მუსელიანცმა განაჩენის გამოცხადებამდე. არჩილ მუსელიანცს ბრალად ედებოდა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული კამერების განზრახ დაზიანება. პროკურატურის მტკიცებით ამ ქმედების შედეგად, “სახელმწიფოს 534 ლარის ზიანი მიადგა”.

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს

4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„„ტიპებს“ ოპოზიციური პარტიის „ლიდერი“ რომ აწერიათ, Facebook-ზე 8-12 „ლაიქი“ რომ აქვთ და ჭკუას გვარიგებენ ტელევიზიით, რომ მხოლოდ მათ იციან ივანიშვილის დამარცხების გზა – თმენით, დალოდებით, დასვენებით (აგვისტოაო :))) ) და „გარედან“…ოჯახის წევრები არ იწონებენ „ფეისბუქზე“ და „ინტელექტუალური“, სერიოზული სახით, როგორც „გამოცდილი“ პარტმუშაკი აფრქვევს სიჭკვიანეებს… აზრზე არ არიან, რა უნდათ, ან ვინ არიან, ან სად მიდიან… სიტყვა მშვიდობიანი დამხობის და მშვიდობიანი რევოლუციისაც კი ეშინიათ, მუხლებში „კვეთავთ“…არ „მოიღალოთ“ ამ ხალხის ყურებით!!! 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!!ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, თუ რა შეუძლია ხალხს! დამხობა ივანიშვილს!!!“ – წერს ხაბეიშვილი.

ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ ოთხ მილიარდ ევროზე მეტი გადაურიცხა

ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ 4,05 მილიარდი ევრო გადაურიცხა.ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც 22 აგვისტოს გამოქვეყნდა.„ეს დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი მომავლის მიმართ, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნისა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ აღნიშნა 3,05 მილიარდი ევრო გამოყოფილია პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინის აღსადგენად, კიდევ მილიარდი ევრო კი – ERA Loans-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.„ეს მხარდაჭერა აძლიერებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აღდგენის პროცესს. მადლობა ევროპელ პარტნიორებს“, – დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თავის ტელეგრამარხში.უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.

ვლადიმერ ბოჟაძე -„ლევან გაჩეჩილაძე – შეუვალი ლიდერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. 2 ნოემბრის აქციის ორგანიზებისთვის მთელი საქართველო მოვიარეთ, ყველა რეგიონი, ყველა რაიონი და 150 000 მოქალაქე შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე. 5 ნოემბერს, მოთხოვნების არ შესრულების გამო ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. 7 ნოემბერს, დილით ადრე მოშიმშილეები დაარბიეს, მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით. 2007 წლის 7 ნოემბერმა, 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა, ქართველი ხალხის და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება! ლევან გაჩეჩილაძე ამ პროცესის გამორჩეული ლიდერი იყო, დიდება მის ხსოვნას! არავინ და არაფერია დავიწყებული!

Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

ბოლო სიახლეები