ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა თელ-ავივის, ჰაიფის, იერუსალიმისა და ზედა გალილეის მიმართულებით, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA.

„ირანული რაკეტები გაუშვეს თელ-ავივზე, ჰაიფასა და გალილეაზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.

მანადემ, ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ და მოუწოდა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა, რასაც თან ახლდა შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით,  ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების კუთხით და ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდში იყო იმის მცდელობაც, რომ რამდენიმე  ორგანიზაცია დაფინანსებულიყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება“, – განაცხადა პრემიერმა.

მარია ზახაროვა – ახლო აღმოსავლეთში ბირთვული საფრთხე ჰიპოთეტური არ არის – დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი არა მხოლოდ ესკალაციას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს, რადგან დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე ხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.მისი მტკიცებით, ირანს აქვს და ექნება ბირთვული ობიექტების ფლობის უფლება და მათზე დარტყმები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ კონფლიქტში ბირთვულ საფრთხეს რეალური მნიშვნელობა აქვს.„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის, ჯამში, 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წნორში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

წნორში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივ ბენეფიციარებს მოემსახურება.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურების მისაღებად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით უწევდათ გადაადგილება, რაც დამატებით ფიზიკურ დატვირთვას, დროსა და ხარჯებს უკავშირდებოდა. დღეიდან კი სერვისს სახლთან ახლოს მიიღებენ.ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და სერვისის მიწოდების პროცესს.მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, ამ მიზნით სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული დაფარვა კიდევ უფრო გაიზარდოს.მინისტრის განმარტებით მიმდინარე წელს სახელმწიფომ კლინიკებისთვის ჰემოდიალიზის მომსახურების დაფინანსების ტარიფი გაზარდა, რაც ხელს უწყობს პაციენტებისთვის უფრო ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წნორში მდებარე დიალიზის ცენტრი ყოველდღიურად 16 პაციენტს მოემსახურება. მუნიციპალიტეტში სერვისით, ჯამურად, 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. ცენტრი სრულადაა აღჭურვილი ჰემოდიალიზისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით. პაციენტებს ყოველდღიურად ემსახურება სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი.წნორში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ.დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დიალიზის სერვისს 50 სამედიცინო დაწესებულება აწვდის და ჰემოდიალიზის მომსახურებით 3000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში გამოვლენ.100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე, ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბოლო სიახლეები