,,აიბი მთიების მე-10 კლასის მოსწავლის საერთაშორისო წარმატება!
სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი მოსწავლე ქეთევან ქოროღლიშვილი გახდა ტიტულის მფლობელი —„საქართველოს წლის ახალგაზრდა დიპლომატი“.
მან ეს წარმატება მოიპოვა თბილისში გამართული გაეროს მოდელირების შედეგად, რის საფუძველზეც დაესწრო სრულად დაფინანსებულ დიპლომატიურ ვიზიტს ბელგიაში, მოინახულა ევროპარლამენტი და დაჯილდოვდა საქართველოს საელჩოში, სადაც ჯილდო გადასცა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ვულოცავთ ქეთევანს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საერთაშორისო გამარჯვებას!”- ამის შესახებ ინფორმაციას IB Mthiebi/IB მთიები აქვეყნებს.

