ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

მარტოობა ჯანმრთელობისთვის საშიშია?

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს მარტოობას. ის შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს საზოგადოებისთვისაც, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, სადაც მარტოობასთან ბრძოლის სამინისტრო შექმნეს. მარტოობა – სერიოზული თემაა, მისგან ბევრი პრობლემა ჩნდება, თუმცა იმავდროულად, მას ახლავს უამრავი მითი.

მარტოობა – საზოგადოებისაგან იზოლაციაა

სიმარტოვე – არ ნიშნავს მარტო ცხოვრებას. ეს არის სამყაროსთან გაუცხოება, განცდა, რომ გარშემომყოფთაგან შენი არავის ესმის; როდესაც ადამიანებთან რეალური, შენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გაქვს. იზოლაცია ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ადამიანი შეიძლება მარტოსულად გრძნობდეს თავს ხალხმრავალ გარემოში და პირიქით, შეიძლება იყოს მარტო და აბსოლუტურად ბედნიერი. მაგალითად, BBC-მ ადამიანების დასვენების შესახებ კვლევა ჩაატარა და გაირკვა, რომ დასვენების 5 ყველაზე პოპულარული ფორმა დაკავშირებული იყო მარტოობასთან, არა განცდის, არამედ ფიზიკურად მარტო ყოფნის თვალსაზრისით.

მსოფლიოში მარტოობის ეპიდემიაა

ცხადია, მარტოობას დღეს ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტოსული ადამიანების რაოდენობა წინა წლებთან ან ათწლეულებთან შედარებით გაიზარდა. ბრუნელის უნივერსიტეტის კვლევების მონაცემებმა, რომლებიც 1948 წლიდან ტარდება, გამოავლინა, რომ მოხუცი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქრონიკულ მარტოობას განიცდიან, ბოლო 70 წლის განმავლობაში არ შეცვლილა (გამოკითხულთა 6%-დან 13%-მდე აღიარებდა, რომ მარტოსულად გრძნობდნენ თავს ყოველთვის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში). ის, რომ მარტოსული ადამიანების რაოდენობა ზოგადად გაზრდილია, ამის მიზეზი უბრალოდ პლანეტის მოსახლეობის მუდმივი ზრდაა.

მარტოობა – ყოველთვის ცუდია

ადამიანები თავს მარტოსულად ხშირად გრძნობენ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა ძირითადად, დროებითია და ყოველთვის ნეგატიური არ არის. ეს განცდა ადამიანს უბიძგებს ახალი მეობრების გაჩენისა და არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ მარტოსულობის განცდა ადამიანებმა ათასწლეულების განმავლობაში გამოიმუშავეს. ის თვითგადარჩენისთვის აუცილებელია და ხელს უწყობს ურთიერთობების ძიებას, შენარჩუნებას და სხვების მიმართ თანაგრძნობას.

მაგრამ პრობლემაა, როდესაც მარტოობის განცდა დროებითი მდგომარეობიდან ქრონიკულში გადადის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. ის აისახება ადამიანების კეთილდღეობის განცდაზე, ხასიათის ცვლილებაზე, იწვევს უძილობას. კვლევები მოწმობს, რომ თუ ადამიანი სიმარტოვეს გრძნობს, იზრდება რისკი იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ შეიძლება დეპრესიით დაავადდეს.

მარტოობა ჯანმრთელობისთვის მავნეა

ეს თემა ბევრად სერიოზულია. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, მარტოობა შეიძლება დამღუპველად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე: თითქმის სამჯერ იზრდება გულის დაავადებების და ინსულტების რიკსი, მარტოსულებს სისხლის წნევა უფრო მაღალი აქვთ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა – დაბალი. მაგრამ ბევრი ასეთი კვლევა ჩატარებულია დროის მოკლე მონაკვეთზე და იმის დადასტურებულად თქმა, რომ მარტოობას და ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას შორის გარდაუვალი კავშირია, შეუძლებელია. საზოგადოებისგან განცალკევებულ ადამიანებს, სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აწუხებთ, მაგრამ არსებობს საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც ავადმყოფობა ხელს უწყობს ადამიანის იზოლაციას საზოგადოებისგან და არ აძლევს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას; შეიძლება მარტოსულობა ადამიანს უბიძგებდეს ასევე უარი თქვას ჯანმრთელი ცხოვრების წესზე.

მოხუცების უმრავლესობა მარტოობას განიცდის

მოხუცები არ არის ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია, რომელშიც მარტოობის განცდა ხშირია. არსებობს ამ მდგომარეობის სხვა ასაკობრივი პიკიც – მოზარდობის პერიოდი. იმავდროულად, კვლევები მოწმობს, რომ მოხუცების 50%-60% ძალიან იშვიათად გრძნობს თავს მარტოსულად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს აშშ-თვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას

ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ირანი აქტიურად მუშაობს ისეთი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, რომლებმაც შესაძლოა, კონტინენტურ ამერიკასაც მიაღწიოს.„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ მინდა, გაიგოთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანი ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. ისინი ამჟამად არ ამდიდრებენ, მაგრამ ცდილობენ, მიაღწიონ იმ წერტილს, სადაც საბოლოოდ შეძლებენ. ირანს აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, განსაკუთრებით მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ბაზებს რეგიონში და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში. მათ ასევე აქვთ საზღვაო აქტივები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო გადაზიდვებს და ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან აშშ-ის საზღვაო ძალებს. ამიტომ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბირთვული პროგრამის გარდა, მათ აქვთ ეს ჩვეულებრივი იარაღი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ამერიკაზე თავდასხმისთვის და ამერიკელებზე თავდასხმისთვის, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას. ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძირითადად ბირთვულ პროგრამაზე იქნება ორიენტირებული და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ირანი უარს ამბობს ჩვენთან ან ვინმესთან ბალისტიკურ რაკეტებზე საუბარზე. და ეს დიდი პრობლემაა. ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, მაგრამ უკვე ახლა მათ აქვთ რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ინტერესებს. ჩვენ ამას სერიოზულ საფრთხედ მივიჩნევთ შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა რუბიომ.

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.„ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია. 2007 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირი იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, ამის ფონზე „იმედს“ არ შეუწყვეტია თავისუფალი სიტყვის, სიმართლის მიწოდება ჩვენი ხალხისათვის და მსგავსი ტიპის გაუფასურებული ინსტრუმენტი, რაც ე.წ. სანქციები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩერდეს”, - განუცხადა „ქრონიკას“ ლაშხმა.დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და...

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.„იქიდან, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედი“ პირველ რიგში და ტელეკომპანია „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს და რამდენად სჯერა ქართველ ხალხს სიმართლის. ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში. თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი შედეგს ვერ მოაღწევენ იმიტომ, რომ ხალხის ნდობას წინ ვერაფერი დაუდგება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„დღეს ჟენევაში მივდივარ აშშ-ის გუნდთან ჩვენი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩასატარებლად. ბოლო შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ შევძელით გარკვეული ურთიერთგაგების პოვნა და ვფიქრობ, ამ ურთიერთგაგების საფუძველზე შეგვიძლია, შევქმნათ რაღაც, შეთანხმების სახით. ვფიქრობ, სამართლიანი, დაბალანსებული გარიგების მიღწევა შესაძლებელია. მზად ვართ, ვუპასუხოთ კითხვებს, მაგრამ არ ვართ მზად, უარი ვთქვათ ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, რასაც ვითხოვთ. მჯერა, რომ ჟენევაში არსებობს შესაძლებლობა, მივაღწიოთ შეთანხმებულ გადაწყვეტას, რომელიც იქნება სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და ირანის დელეგაციები ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ.

მარკო რუბიო – უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს

უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„ადმინისტრაცია აგრძელებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს დამატებითი სანქციები დააწესა მათ ნავთობკომპანია „როსნეფტზე“. ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის გაყიდვას. ჩვენ არ ვყიდით რუსეთისთვის იარაღს და არ ვუწესებთ სანქციებს უკრაინას. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ან ერთადერთი სუბიექტი პლანეტაზე, რომელმაც შეძლო რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთ მაგიდასთან დასხდომა და ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს. თუ ჩვენ როლს დავკარგავთ, სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას. ამის მიუხედავად, მჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტის მოთმინება უსაზღვროა? არა. მაგრამ არ ვაპირებ თქვენთვის ვიწინასწარმეტყველო, როდის ამოიწურება. შემიძლია, გითხრათ და ვფიქრობ, თქვენც გსმენიათ, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ ეს არ დასრულებულა, რადგან ის ამას სრულიად სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები