მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, რომელიც დღითიდღე ირღვევა. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული“, – წერს მარტა კოსი.