პარასკევი, მარტი 6, 2026

მარტა კოსი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს – „ამას თუ ვერ შევძლებთ, ვიღაც სხვა დაიკავებს მმართველობას და გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ“

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირში უკრაინის უფრო სწრაფად გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს.

როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, არასტაბილურ მსოფლიოს უკრაინის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ახალი წესები სჭირდება, რაც ადასტურებს, რომ უკრაინა 2027 წლის მიზნის ფარგლებში ევროკავშირში გაწვერიანებას ვერ შეძლებს.

„მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ არის შექმნილი იმ რთული დროისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ“, – განუცხადა „ბლუმბერგ ნიუსს“ მარტა კოსმა.

„ბლუმბეგის“ ცნობით, ბოლო კვირებში ევროკავშირში წევრობის პროცესის გადახედვა მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინას განუცხადა, რომ არ შეუძლია 2027 წლისთვის ომისგან განადგურებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების აღება.

როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, ამის ნაცვლად, კომისია ამზადებს სცენარებს, რათა უკრაინას თანდათანობითი წევრობის უფლება მისცეს.

მარტა კოსის თქმით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს წესები, რომლებიც რეალობას ასახავს.

„ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამ ქვეყნების უფრო სწრაფად, ან წარსულთან შედარებით განსხვავებული მიდგომით, ან მეთოდით ინტეგრაციას, ყველაზე დიდი შიში, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ვიღაც სხვა ჩაერევა ან დაიკავებს ამ ქვეყნებში მმართველობას და გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა ევროკომისარმა.

უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწვერიანება ეჭვქვეშ დაყენებულია ასევე „პოლიტიკოს“ სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, 4 მარტს, საღამოს, სამუშაო ვახშმის დროს, COREPER II-ის ფორმატში შეხვედრისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკომისიის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს.

გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა მკაცრი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

NBC News: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს, - განუცხადა NBC News-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა.აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა იცის, რომ სკოლაზე დარტყმა ისრაელელების მიერ არ განხორციელებულა.აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებთან აღიარეს, რომ აშშ ირანის იმ სექტორში ოპერირებდა.ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქ მინაბის შაჯარეჰ თაიებას სახელობის სკოლაში, სულ მცირე, 168 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზოგიერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, უფრო დიდი იყოს.აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ აშშ კვლავ „იძიებს“ მომხდარს და დასძინა: „რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროსაა, თუმცა ჩვენ ვსწავლობთ და ვიძიებთ ამ შემთხვევას“.

პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ის კონგრესში შეხვედრები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა.დელეგაციის წევრები დღეს ხუთ კონგრესმენს შეხვდნენ, რომლებიც ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარმოადგენდნენ.როგორც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრებისას საუბრის ძირითად თემას ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და შუა დერეფნის განვითარების საკითხი წარმოადგენდა.კონგრესში ბოლო შეხვედრა დელეგაციის წევრებმა კიტ სელფთან გამართეს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. დღის განმავლობაში ასევე შეხვედრები გაიმართა რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ცინკესა და ანა პაულინა ლუნასთან.„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი – ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.მისი თქმით, კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში.„შეხვედრებისას ძალიან საინტერესო დიალოგი წარიმართა. კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ ზოგიერთი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, რათა ზიანი არ მიადგეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა“, – აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთანროგორც ტრამპმა აღნიშნა, არ ღელავს იმაზე, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო.„ირანი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი ისინი მართლაც ნეიტრალიზებული არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მარტივი იქნება ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, რომელშიც თავად აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.„ეს ძალიან მარტივად იმუშავებს. იმუშავებს ისე, როგორც ვენესუელაში. ჩვენ იქ შესანიშნავი ლიდერი გვყავს. ის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. ეს იმუშავებს ისევე, როგორც ვენესუელის შემთხვევაში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.მისივე თქმით, ის ღია იყო ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის საკითხში.„რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ ვარ. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკურები არიან. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგ საქმეს გააკეთებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს – ისინი ყველანი ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ ისინი ამერიკისთვის იბრძვიან.„მე ძალიან დავმეგობრდი ამ ქვეყნებთან, სწორედ ამიტომ ისინი ჩვენთვის იბრძვიან. ვიდრე მე ჩავერთვებოდი, ჩვენ არც კი გვისაუბრია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან. იცით, ბაიდენმა და ობამამ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი გარიყეს. ისინი ჩინეთისკენ აპირებდნენ წასვლას, მე კი ძალიან მოკლე დროში ჩავერთე და ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) – თბილისის მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge.საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით,  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.„მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები