ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

მარნეულში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის რაიონში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს – ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება, სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა, გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ და, როგორც ჩანს, არავის...

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ - და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატში გამოსვლის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ე.წ. “პირველი რუსული კანონი” იქნა წარდგენილი, გაწვეული და ხელახლა წარდგენილი. ამან უხეში რიტორიკა და პირდაპირი თავდასხმები გამოიწვია ევროპელ და ამერიკელ ელჩებზე - რაც მზარდი დაძაბულობებისა და საქართველოს პარტნიორების დამცირების სიგნალი იყო. ევროკავშირის გზიდან მთავრობის შებრუნების მიუხედავად, ქართველების 80% ჯერ კიდევ ძლიერად უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას. ეს საზოგადოებრივი ერთგულება ეჯახება კონსტიტუციური ვალდებულებების დარღვევებს, რაც მიმდიანრე პროტესტებს იწვევს მმართველი პარტიის “რუსული კოშმარული” მიდგომის წინააღმდეგ",-წერს ზურაბიშვილი. მისი თქმით, "საქართველოს მმართველი რეჟიმი აქტიურად ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს". "მათი ქმედებები და კანონები საგულდაგულოდ ასახავს რუსულ სახელმძღვანელოს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად და პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად გამოიყენება. ეს შემთხვევითი არ არის - ეს განზრახ ავტორიტარული გადახვევაა", - წერს ის. ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები იზღუდება, სასამართლო კი დამოუკიდებლად აღარ მოქმედებს, ხოლო სამართლებრივი დევნა "რეჟიმის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი გახდა". "პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე რუსეთის ნელი რეგრესიის დროს. სასამართლოები დამოუკიდებლად აღარ მოქმედებენ; ვერდიქტები წინასწარ განსაზღვრულია პროკურორების მიერ. სამართლებრივი დევნა რეჟიმის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი გახდა. საქართველოში 60 ახალგაზრდა აქტივისტი რჩება წინასწარ დაკავებაში, და მძიმე განაჩენები უკვე გამოტანილ იქნა მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად. ამ ზაფხულს მეტი განაჩენია მოსალოდნელი, რაც ხაზს უსვამს გამძაფრებისკენ მიმავალ პოლიტიკურ რეპრესიებს. ეს კრიზისი უბრალოდ შიდა არ არის - ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, წარუმატებელი სამხედრო ჩარევებიდან ჰიბრიდულ ტაქტიკებზე გადასვლით, როგორებიცაა პროპაგანდა და მარიონეტი რეჟიმები. საქართველოს მმართველი პარტია კავშირებს აღრმავებს რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან, ევროკავშირისკენ ადრეულ სვლას აბრუნებს და ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ზრდის - რაც სერიოზულ შეშფოთებებს აჩენს გეოპოლიტიკასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში იქცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთსა და ჩინეთისკენ მივდივართ - და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება”, - წერს ზურაბიშვილი.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილების ნებისმიერი მცდელობა ახლო აღმოსავლეთში „ქაოსს“ გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილების ნებისმიერი მცდელობა ახლო აღმოსავლეთში „ქაოსს“ გამოიწვევს.აღნიშნული განცხადება მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთა, რომელიც კანადაში იმართება.საფრანგეთის ლიდერი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კრიტიკული როლი აკისრია თეირანთან დიპლომატიის განახლებაში.როგორც ემანუელ მაკრონი განმარტავს, ქვეყნები ირანის ბირთვული პროგრამის განსასახილველად კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ.„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, რათა ყველა კვლავ მაგიდასთან დააბრუნოს“, – აღნიშნა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა.ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, სირენები უკვე ჩაირთო.„საფრთხის შესაჩერებლად თავდაცვითი სისტემები მუშაობს“, – განაცხადეს ისრაელის არმიაში.მანამდე, ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.უკრაინის პრეზიდენტი თავდაპირველად ცალკე შეხვდა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის, რომელმაც განაცხადა, რომ ოტავა კიევს 2 მილიარდ კანადურ დოლარს გამოუყოფს სამხედრო დახმარებისთვის და ახალ ფინანსურ სანქციებს დააწესებს.მარკ კარნის თქმით, რუსეთის მხრიდან კიევზე ღამით განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხაზს უსვამს უკრაინისადმი სრული სოლიდარობის მნიშვნელობას.ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს რუსეთის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ მნიშვნელობაზე, რათა აიძულონ იგი, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენს ისტორიას თავად გავიაზრებთ დახმარებების და მით უმეტეს, მავნე დახმარებების გარეშე

ჩვენს ისტორიას თავად გავიაზრებთ დახმარებების და მით უმეტეს, ასეთი მავნე დახმარებების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ირაკლი ხვადაგიანი წარსულის ვერგააზრების მაგალითია, რადგან 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა.„არაფერს ვედავები არც ხვადაგიანს და არც კობახიძეს, გერმანიის საელჩოს ვედავები, რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს, როგორც წარსულის გამააზრებელ ადამიანს. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა. ფაქტია, იქ საქმე გვექნებოდა არა წარსულის გააზრებასთან, არამედ ტვინების გამორეცხვასთან. წარმოიდგინეთ, წარსულის გააზრებაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელიც წარსულს იმდენად ვერ იაზრებს, რომ რომ 2024 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი მაგალითია წარსულის ვერგააზრების. ადამიანი 2024 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში რომ ჩაეწერება, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია და მისი გააზრება. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცის ამ ადამიანების და ორგანიზაციის მიმართ დამოკიდებულება ბოლო სკანდალებიდან გამომდინარე. საფრანგეთის საელჩომ როცა კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ფული მისცა, ზუსტად იცოდნენ, ვის მოჰკიდეს ხელი და ვინ მიჰყავდათ ექსპერტად. თუმცა, გერმანიის საელჩო ასე უტიფრად და უხეშად იქცევა, რაც სამწუხაროა.როდესაც საუბარია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ ისტორიის გააზრებაზე და თითქოს ამ მხრივ, საქართველოს გააზრებაში გერმანიის დახმარება სჭირდება, გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგებს გადახედონ. ფედერალური მიწების მიხედვით დახედონ, რომელ რეგიონში ვინ გაიმარჯვა და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. ისე ვერ გაიაზრა გერმანულმა საზოგადოებამ თავისი წარსული, რომ ახლაც, გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზე, გაყოფილია წარმოსახვითი საზღვრით, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ზუსტად მიჰყვება. ამიტომ, როცა ისტორიის გააზრება, გადააზრება და გადახარშვა საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს და ზუსტად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები, მგონი, ამ შემთხვევაში, გერმანიის საელჩომ ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს, რომ ქართველ ხალხს გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება საკუთარი ისტორიის გასააზრებლად. ისტორიის, რომელიც სხვათა შორის, რამდენიმე ათწლეული არ არის, ათასწლეულის ისტორია გაგვიაზრებია აქამდეც და როგორმე ჩვენს ისტორიას თავად გავიაზრებთ დახმარებების და მით უმეტეს, ასეთი მავნე დახმარებების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩომ 15 ივნისს გაავრცელა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ საელჩომ საქართველოში მოიწვია ისტორიკოსი და აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) დროინდელი მოვლენების მოწმე, პეტერ კოიპი. მათივე ცნობით, გორსა და ქუთაისში პეტერ კოიპის ლექციები მიმდინარეობდა. საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

ბოლო სიახლეები