ორშაბათი, მარტი 10, 2025

მარკო რუბიომ რადოსლავ სიკორსკის მიმართა – მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის გამოეხმაურა და უმადურობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით.

„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ“, – მიმართა რუბიომ სიკორსკის.

ამ განცხადებით რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.

„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს – გია ვოლსკი

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა.„სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა იმით, რომ სახელმწიფომ მილიონი დოლარი დახარჯა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა პროექტში უშველებელი რესურსი ჩადო, პროექტის შემსრულებელმა კი არაფერი, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა იმით, რომ წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იყო ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, ის ვალდებულება იყო, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმებისა და ამოცანების შესახებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ“ სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი

სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დასავლეთის კავშირებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, შემაშფოთებელია ის უმოქმედობა, რასაც დასავლეთი იჩენს, როცა არათუ არ აჩერებს სისხლისღვრას, არამედ საშინელი მოვლენების დამგმობი განცხადებების გაკეთებისგანაც კი იკავებს თავს და დუმილს ირჩევს.„შემზარავ ფაქტებს ვუყურებთ ბოლო სამი წელი უკრაინაში და დღეს უკვე სირიაშიც. თუკი უკრაინაში საკუთარი დანაშაული ომის პოლიტიკის ავტორებმა „პატრიოტიზმით“ შეფუთეს, სირიაში ცდილობენ ეს საშინელი ფაქტები საპირისპირო მხარეს დააბრალონ და თავად ისევ „მშვიდობის მტრედებად“ მოგვევლინონ. თუმცა, უკვე იმდენად გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, რომ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი ვეღარ ატყუებენ.საოცარი ისაა, რომ აქამდე ფარისევლურ შეშფოთება-აღშფოთებას მაინც გამოხატავდნენ და ახლა სამარისებური დუმილი აქვთ. დავიჯეროთ, სინდისმა შეაწუხათ? არა, უბრალოდ მათსავე მოყვანილ ხელისუფლებას ხომ არ გალანძღავენ? რაღაც მცირედით შეიძლება გააკრიტიკონ, მაგრამ ესეც მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.პოლიტიკის დიდ თამაშებს ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, მაგრამ უკრაინის, ღაზის და ახლა უკვე სირიის მოვლენები ზედმეტად დიდი მსხვერპლია ახალი საუკუნის დასაწყისისთვის. ეს ის მსხვერპლია, რომელსაც რომელიმე მხარისთვის არც შედეგი მოუტანია და მსოფლიოც გაურკვეველ ქაოსში გახვია.ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვტკივა. შემზარავია იმის გააზრება, რომ დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ“ სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. სწორედ მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი, რისი უფლებაც საქართველოში არ მივეცით“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილ მეცნიერს, ეკონომისტს, ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილ მეცნიერსა და დამსახურებულ ეკონომისტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის მკვლევარს, პარლამენტის ყოფილ წევრს, მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი ჯილდოს, მათ შორის სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონო ნოდარ, გულითადად გილოცავთ 89-ე დაბადების დღეს! თქვენმა გამორჩეულმა კარიერამ და ფასდაუდებელმა წვლილმა მეცნიერებასა თუ საჯარო სამსახურში, წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ჟორდანიას სახელობის საქართველოს სამრეწველო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკვლევარმა, რომლის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს გლობალიზაცისა და საქართველოში გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემატიკის, ასევე, სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პრობლემების შესწავლას, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორმა და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელმა, თქვენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ ქართული მეცნიერების განვითარებაში, ხოლო როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერმა, გადამწყვეტი როლი ითამაშეთ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაში სუვერენიტეტისკენ.თქვენი თავდადება, სიბრძნე და დაუღალავი ძალისხმევა მაგალითს აძლევს მეცნიერთა, მკვლევართა და პროფესიონალთა თაობებს. მადლობელი ვართ თქვენი ხანგრძლივი აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამეცნიერო-აკადემიური წრეები უერთდებიან.

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პროექტის ჩაშლა.2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი და ანაკლიის ყოფილი ინვესტორი უკანონოდ მიიჩნევდა.არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, სრულად უარყო მისი მოთხოვნა.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც ქვეყნის განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი პასუხს ვერ სცემს კითხვაზე, „რის გამო ზის მიხეილ სააკაშვილი?“„იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, პრაქტიკულად, სწრაფად იკლებს ტურისტების რაოდენობა. მოვა დრო, როცა ნულზე ჩამოვა. თქვენ გინდათ, რომ ვიყოთ იზოლირებული, სადაც არავინ ჩამოდის, არავინ არ არის ამბის გამტანი, ვინც კი ხმის ამომღებია, ქვეყნიდან არის გაგდებული და ა.შ. თქვენ მეც გყავდით ქვეყნიდან გაგდებული, როდესაც არ მიშვებდით ქვეყანაში, არცერთი გზა არ დამიტოვეთ ქვეყანაში შემოსვლის, რათა ჩემს ხალხთან არ მქონოდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმავეს აგრძელებთ ჩემი მრავალი წლით ჩაკეტვით. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის იდეას, სახელმწიფოებრიობის იდეას.თქვენ ხომ არც გამოძიება აწარმოეთ. აბა, რა გამოძიება იყო, არცერთი ადამიანი არ გამოიკითხა, ვინ იყო სადილზე. თქვენ გგონიათ, ეს ინვესტიციები, რომლებიც მდინარედ მოდიოდა, ციდან ჩამოვარდა? ეს იყო დღედაღამ ამ ხალხის ტარება, მოფერება, შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი უფასო არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასმაგად დაგვიბრუნდა. ეს ის კი არ არის, საკუთარ ხალხს დენი მოჰპარო და ბიტკოინები გამოუშვა და მერე დამალო სადღაც ოფშორებში. ეს არის რეალური სამუშაო ადგილები, რეალური ინვესტიციები, ეს არის რეალური ხელფასები. მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს, ნუ გააბრიყვებინებთ საკუთარ თავს, ნუ მისცემთ საშუალებას, ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებით თავგზა აგიბნიონ და უბრალოდ გამყოფონ გაუგებრობაში. მართლები ხართ თქვენ და ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის, მართალია ყველა, ვინც არის სიმართლის, ფაქტების მხარეს. ეს ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა, პირველ რიგში, გათვლილია ქართველი ხალხის დემორალიზებასა და თავგზის აბნევაზე. როცა ეკითხებიან, სააკაშვილი რაზე ზის, ვერავინ სცემს პასუხს, ზოგი ამბობს, გირგვლიანის საქმეზე ზისო, რა შუაში ვიყავი იქ? პიჯაკების საქმე კი იცით უკვე. თქვენ გინდათ, ეს საქმე გადააქციოთ ვულგარულ თემად, მაგრამ ეს საქმე, ყველამ იცის, რომ არის თითიდან გამოწოვილი, როცა სხვა ვერაფერი აღმოაჩინეთ. მე საერთოდ არ მესმის, თემურ ჯანაშიასგან რა გინდათ? ის ასრულებდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ისე, როგორც ჩვენი ადმინისტრაციის ნებისმიერი სხვა წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.ამასთან, საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს მისი ხელფასი 3 000-დან 4 000 ლარამდე იყო.„საქმე, კონკრეტულად თუ ვინმეს აინტერესებს, ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, ჩემი ხელფასი იყო 3 000-დან 4 000 ლარამდე. ახლანდელი ე.წ. დეპუტატების ხელფასები არის თითქმის სამჯერ მეტი. ბუნებრივია, ამ ფულით მე ვერც დონალდ ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს, ვერც საპრეზიდენტო საჩუქრებს დავარიგებდი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომლებიც, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაიდუმლოებული იყო, რათა არ სცოდნოდა მტერს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან – ეს ყველაფერი იყო „გრიფით საიდუმლო“. ესენი მოვიდნენ და „გრიფით საიდუმლო“ მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში ყველაფრის საიდუმლოდ ხარჯვა. რაც მთავარია, ყველა ჩეკი ოფიციალურად გაფორმებულია. ყველაფერი არის ლეგალურად, გატარებულია ყველა კანონიერი ხარჯი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ბოლო სიახლეები