ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მკაცრად აკრიტიკებს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.
„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა. ნამდვილად ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.