შაბათი, მარტი 1, 2025

მარკო რუბიო – ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა, სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან

შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა უკრაინელებმა მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა. სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა.

„თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა – და მე ვეთანხმები – ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა, გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან დააკავშირებდა, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი – და ვფიქრობ ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა – არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და საბოლოოდ ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან. რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.პროკურატურა ბრალდებულისთვის 15 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.პროკურატურამ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს 28 თებერვალს წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება  დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა, რათა საერთო მიზნები რეალურად გვესმოდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა“, რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „მშვიდობა არ არის ომის არარსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.„რთული იქნება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.ამასთან, უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შესახებ შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება, იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენ გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო, თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის“.„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-თან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.

“რეგიონებში სიღატაკეა, გაღატაკებული ადამიანის ყიდვა შესაძლებელია ერთ კილო კარტოფილად, ამიტომ, თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ და ენახათ რა ხდება იქ” –...

"გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად, ამიტომ, თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ  და ენახათ რა ხდება იქ", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, დიდთოვლობისგან მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრისას ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა.მისივე თქმით, გაბრაზება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე არჩევნებში 41-ის შემოხაზვისთვის "სიგიჟეა", რადგან ისინი "გააღატაკეს" და  "გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად"."ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან. ჩვენ არ ვიცით იმ ხალხს რა პრობლემები აქვს, ჩვენ როცა გვწყინს და მათზე ვამბობთ - რატომ შემოხაზე 41, ერთ კილო კარტოფილში რატომ გამცვალე? ვისზე ვლაპარაკობთ ხალხო, კადრები ხომ ნახეთ, ანუ ამ ხალხს ვეჩხუბებით რატომ გაგვცვალეს 41-ზე? სიგიჟეა, ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა რა ხდება რეგიონებში, რა სიღატაკეა, როგორ გააღატაკეს - ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ რა, იმიტომ, რომ გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად და იმას, ვისაც ეს სახლში აქვს, ვერ იყიდი. ამიტომ, არ ვიცი რამდენად სწორად გაიგებს ამას მაყურებელი, მაგრამ თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ რეგიონებში და ენახათ თავის თვალით რა ხდება იქ, რომ ჩვენ საკითხი ხვალ სწორად დავინახოთ. ის კი არა, რომ შენ კარტოფილის გამო მე რატომ არ შემომხაზე, რეგიონში არის სიღატაკე, არის შიმშილი და ჩვენს ეს წინააღმდეგობაც იმიტომ გამოგვიგზავნა სამყარომ, რომ ეს გადაგველახა და ამ ადამიანებამდე მივსულიყავით და გვენახა, სინამდვილეში რა რეალობაში უწევთ ცხოვრება.ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული, უმძიმესი პროცესია რაღაცების ხარჯზე, მაგრამ ეს პროცესი უფრო დიდს დაგვანახებს, უფრო სწორად ვიმოქმედებთ, ხვალ უფრო სწორად დავიგეგმებით და უფრო კარგ შედეგსაც მივიღებთ ამ ქვეყნისთვის", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

იაგო ხვიჩია – ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს ტრამპის ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება...

პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა.იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;1. მადლობის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს;7. მადლობას გადავუხდიდი გენიალურ ელონ მასკს „სტარლინკისთვის“ და იმისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებს;P.S. შეხვედრაზე ,სადაც სამშვიდობოდ მეპატიჟებიან, მივიდოდი პიჯაკით. მოგეხსენებათ, დიდად დიპლომატი მე არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა მხოლოდ ასე ქცევა მგონია, როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში“, – წერს იაგო ხვიჩია.

საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი – ლევან მგალობლიშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.„საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორი ქვეყნები ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეალობას ობიექტურად აფასებენ და აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზეც“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

ბოლო სიახლეები