ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

მარკო რუბიო – დაუღალავად ვიმუშავებ, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას.

სახელმწიფო მდივანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ დაუღალავად იმუშავებს, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს

უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივას რუსეთი ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 18 იანვარს ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიას, როგორც ნატო-ს უმსხვილეს პარტნიორს ევროპაში, თავისი როლი ექნება. „16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იანვრის დასაწყისში დახურული მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ხოლო 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „გარკვეული დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოება, რომელიც ექვემდებარება ცეცხლის შეწყვეტას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს

"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი", - ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან. დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე შინაგანი ლოცვაა, რომელიც ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინების წინაპირობად იქცევა. იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ როგორც ხმამაღლა, ისე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ, გვიჭირს თუ - გვილხინს... და ვამბობთ შეუზღუდავად.

დავით დოიაშვილი – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს, სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ რეგიონებში გადის, – ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თეატრის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დოიაშვილის თქმით, თეატრს ყველა შეუერთდება. „ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაცნაირად დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. ჯერ ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, დაკავებულებს თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ. ნუ წახვალ იქ, მოდი აქ”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში – სტუდენტების ნაწილმა საგამოცდო ცენტრი დაიკავა და გამოცდების მიმდინარეობის ჩაშლა სცადა

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. ცენტრი გუშინ ღამით, "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" დაიკავა და განაცხადა, რომ გამოცდების ჩატარების საშუალებას არავის მისცემს. მათ შესასვლელი სავარძლებითა და მაგიდებით გადაკეტეს. სტუდენტების ეს ჯგუფი აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას და სტიპენდიის გაზრდას ითხოვს. მათ დღეს ტერიტორია უნივერსიტეტის დაცვამ და სტუდენტების იმ ნაწილმა დაატოვებინა, რომელთაც გამოცდები აქვთ. ადგილზე უკვე სიმშვიდეა, ცენტრში საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს. "გუშინ ღამით შემოვიდნენ, დაახლოებით, 9-10 საათისთვის, დივნები დაალაგეს კარებთან და განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ისინი არ დაუშვებდნენ საგამოცდო პერიოდის გაგრძელებას. ერთი მოთხოვნა იყო აქციაზე დაკავებული სტუდენტების გათავისუფლება, ხოლო მეორე მოთხოვნა იყო სტიპენდიების გაზრდა, სტუდენტებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა და ა.შ. როგორ უნდა შესრულდეს ბიბლიოთეკის დაკავებით მიზანი, რომ პატიმრები გაათავისუფლონ - ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩვენ აღვიდგინეთ, შემოვედით, დავწერეთ გამოცდები და გამოცდები მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში," - აცხადებს სტუდენტი დიმიტრი შოშიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ვადასტურებ, რომ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო ცისკაძე  განცხადებას ავრცელებს. "მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ბატონი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან მიიღო წერილი, რომელსაც მისი თქმით ოთხმოცდაათიან წლებში ,,კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა (როგორც ჩანს ოთხმოცდაათიანი წლების ქუჩურ ტერმინოლოგიაში ბაჩიაშვილი კარგად ერკვევა), ასევე მიუთითა, რომ წერილის გადამცემი პირი (ვიგულისხმები მე) არის არა ადვოკატი, არამედ უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირი. ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა. მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს. ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა. ამავდროულად, ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით ,,დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986.8675 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა (არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება). მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე." - წერს ავოკატი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. დღეს მედიასთან გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა: აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს - ვინც თავისი ფასეულობის გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარები ასეთ ხალხს ასევე განაცხადა, რომ მუქარის წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან. ცნობისთვის, 2023 წლის 6 ივნისს, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო 2 მილიონ 500 000 ლარი შეეფარდა. "პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის - 1 305 000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ, გ.ბ.-ს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე. ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა. ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო  აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული  აქტივების ფლობა და  სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბოლო სიახლეები