სამშაბათი, აპრილი 1, 2025

მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, 300 უცხოელ სტუდენტს ვიზა გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა გააუქმა, სულ მცირე, 300 უცხოელი სტუდენტის ვიზა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტებში პროპალესტინელი დემონსტრანტების შეჩერებისკენ.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, 300-ზე მეტი იყოს. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი „გიჟის” აღმოჩენისთანავე“,- განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და „არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს“.

„თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ გავაუქმებთ მას“,- განაცხადა რუბიომ.

მანამდე, თეთრმა სახლმა ასევე გააუქმა 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება კოლუმბიის უნივერსიტეტს. ასშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი ვერ ებრძოდა ანტისემიტიზმს თავის კამპუსში და აღნიშნა, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმებდა დაფინანსებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის სახაზინო მდივანი – აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ექვს ორგანიზაციასა და ორ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ირანის დრონების მწარმოებელი კომპანიისთვის კომპონენტების შეძენაში ადანაშაულებს.„ირანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გავრცელება, როგორც რეგიონში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე, ისე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, კვლავ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, აშშ-ის პერსონალს და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „ირანის იარაღის გამავრცელებლების“ წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღადგინა თავისი „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ირანზე.

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:57 კგ | რობერტ დინგაშვილი;61 კგ | გიორგი ღონიაშვილი;65 კგ | გოგა ოთინაშვილი;70 კგ | აკაკი ქემერტელიძე;74 კგ | გიორგი ელბაქიძე;79 კგ | ვლადიმერ გამყრელიძე;86 კგ | ტარიელ გაფრინდაშვილი;92 კგ | მირიან მაისურაძე;97 კგ | გივი მაჭარაშვილი;125 | კგ სოლომონ მანაშვილი.

თინა ბოკუჩავა – არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია

დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.„რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით. ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, – წერს ბოკუჩავა. 

ეკონომიკის სამინისტრო – რობინ დანიგანმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს სან ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას

აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილი საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება იქნება.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რობინ დანიგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.

ანალენა ბერბოკი: უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა უკვე შეთანხმდა უკრაინასთან, რომ ნებისმიერი შეთანხმება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი უნდა იყოს.„საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ევროპული კონტინენტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმართავთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების განახლებული ვერსია.

ბოლო სიახლეები