ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

მარკო რუბიო – აშშ მწუხარებას გამოთქვამს სუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო, ეს არის შეხსენება, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რატომ ხარჯავენ ამდენ ძალისხმევას ომის დასასრულებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.

მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ძნელია, არ გაიხსენო, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები

ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ომი ომი არ იყო, ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო, ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო…“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკა გვარამია – გახარია პარლამენტში ვერ დაბრუნდება, რადგან ჯერჯერობით იქიდან არ გასულა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტიების და მოქალაქეების პირობების შესრულების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია.გვარამიას თქმით, მისთვის მეასეხარისხოვანია, რა ჭორებს ავრცელებს გიორგი გახარია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გამორიცხულია, თუ არ შესრულდა ის პირობები, რომლებიც დაყენებული გვაქვს პარტიებსაც, იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც პროტესტის ნიშნად, 130 დღეზე მეტია, დგანან რუსთაველზე – ახალი არჩევნები ახალი პირობებით, პატომრების თავისუფლება. ჩემთვის მეასეხარისხოვანია გიორგი გახარიას აზრი, რაზეა ის დარწმუნებული და რა ჭორებს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცები აპირებენ პარლამენტში შესვლას, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ის პარლამენტში ვერ დაბრუნდება იმ უბრალო მიზეზით, რომ ჯერჯერობით იქიდან არ გასულა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ 14 აპრილს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა: „მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა“.

დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ, უწყების გადაწყვეტილებით, დავით დოიაშვილი, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.სამინისტრო განმარტავს, რომ თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო."ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი" არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შსს: 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ოფთალმო – ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში მოხვდა.უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პოლიციელმა ამ ინციდენტის შედეგად მხედველობა დაკარგა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა - გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა „გიუვენში“ და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში“, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო - ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეისწავლეს სოკო, რომელიც ადამიანისთვის ცნობილ ყველაზე მწარე ნივთიერებას შეიცავს

მწარე აბედა სოკო Amaropostia stiptica-ს ალბათ ადგილობრივ ბაზარში ვერ ნახავთ, რადგან მას ძალიან, ძალიან საშინელი გემო აქვს.ეს აბედა სოკო იმდენად მწარეა, რომ დამგემოვნებელი ფიზიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების ჯგუფმა მისი მოლეკულური შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტეს. მათი მიზანი პირველ რიგში ის იყო, რომ დაედგინათ, საერთოდ რატომ არსებობს მწარე გემო.კვლევისას, სოკოში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მწარე ნაერთები, რომელთაგან ერთი შეიძლება ყველაზე მწარე ნივთიერება იყოს ადამიანისთვის ცნობილთა შორის. მისი სახელია ოლიგოპორინ D და ააქტიურებს ადამიანის მწარე გემოს რეცეპტორ TAS2R46-ს იმდენად დაბალი კონცენტრაციითაც კი, რომ თუკი ამ ოდენობას ოლიმპიურ საცურაო აუზში გავხსნით, შეიძლება ვერც კი დავაფიქსიროთ.სამი ნაერთი ლაბორატორიაში გაზრდილ გემოს შემგრძნობ უჯრედებზე დატესტეს; აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი ააქტიურებს ადამიანში მწარე გემოს შემგრძნობი 25 ნაირსახეობის რეცეპტორიდან სულ მცირე ერთს.ენაზე არსებულ გემოს რეცეპტორებს შეუძლიათ დაგვარწმუნონ, რომ გადმოვნერწყვოთ განსაკუთრებით მწარე ნივთიერებები — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახეობა მიდრეკილია ასეთი გამოწვევებისკენ, ისწავლოს, რომ ისინი შეიყვაროს.ეს კი მეცნიერებს არწმუნებს, რომ მწარე გემოები არსებობს იმისთვის, რათა არ ვჭამოთ ის, რისი ჭამაც არ შეიძლება. თუმცა, იმდენი გამონაკლისი არსებობს, რომ ეს თეორია სულ უფრო სუსტდება.მაგალითად, მწარე აბედა სოკო გასტრონომიული ინტერესის საგანი არ არის, მაგრამ რეალურად, ის შხამიანი არ არის. შხამასოკო (Amanita phalloides) შეიძლება სასიკვდილო იყოს, მაგრამ ყველა ცნობით, ის საკმაოდ გემრიელია.თუმცა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სოკოების ძირითადი მტაცებლები ადამიანები არ არიან; მათ სხვა მრავალი ხერხემლიანი თუ უხერხემლოც მოიხმარს და მათი რეცეპტორები შეიძლება ისე იყოს მორგებული, რომ ერთმანეთისგან უკეთესად არჩევდნენ შხამიან და არაშხამიან სოკოებს.კიდევ უფრო დამაბნეველი ისაა, რომ ე. წ. გემოს რეცეპტორები ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებშიც არის, მათ შორის, მსხვილ ნაწლავში, კუჭში და კანზეც კი. ისინი ამ ნაწილებში ძლიერ სხვანაირ ფუნქციებს ასრულებენ.„რაც უფრო საფუძვლიანი მონაცემები გვაქვს მწარე ნაერთების სხვადასხვა კლასებზე, გემოს რეცეპტორების ტიპებსა და ვარიანტებზე, უკეთესად შეგვიძლია შევქმნათ საპროგნოზო მოდელები სისტემური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით, რათა გამოვავლინოთ ახალი მწარე ნაერთები და შევძლოთ მწარე გემოს რეცეპტორების შუამავლობით გამოწვეული ეფექტების პროგნოზირება“, — ამბობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბეჰრენსი.მწარე აბედა სოკოს შეიძლება ჩვენთვის პასუხები ჯერ არ აქვს, მაგრამ მისმა საზარელმა გემომ შეიძლება გზა გვიჩვენოს. ის მნიშვნელოვნად ავსებს მწარე გემოების მონაცემთა ბაზებში არსებულ ნაპრალებს, რომლებიც სავსეა მოყვავილე მცენარეთა თუ ქიმიური ლაბორატორიების მოლეკულებით, მაგრამ ძალიან მწირად არის წარმოდგენილი ცხოველური, ბაქტერიული და სოკოვანი მოლეკულები.თუკი მწარე გემოს რეცეპტორების მიზნის დადგენა გვსურს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ მონაცემთა გამრავალფეროვნება უფრო ძველი ნივთიერებებით: ისინი 500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, მოყვავილე მცენარეთა და ადამიანთა ქიმიკოსები კი შედარებით თანამედროვეა — პირველი დაახლოებით 200 მილიონი წლის, მეორე კი რამდენიმე საუკუნის.„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აფართოებს ცოდნას მოლეკულური მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მწარე ნაერთების მოქმედების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფორმაციამ ამ სფეროში შესაძლოა მოგვცეს ახალი ხელსაწყოები სურსათისა და ჯანდაცვის კვლევებში, მაგალითად, შესაგრძნობად მიმზიდველი საკვების შემუშავებაში, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და დანაყრებაზე“, — ამბობს ბეჰრენსი.კვლევა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია leibniz-lsb.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ბოლო სიახლეები