პარასკევი, ივნისი 13, 2025

მარკო რუბიო – აშშ გმობს რამდენიმე ქვეყნის მიერ ორი ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესებას, შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყოთ, ვინ არის ნამდვილი მტერი

აშშ გმობს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის კაბინეტის ორი მოქმედი წევრის მიმართ დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სანქციები ხელს არ უწყობს აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის სახლში დაბრუნებისა და ომის დასრულების მცდელობებს.

„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ჩაიდინა ენით აღუწერელი სისასტიკეები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და ხელს უშლის ღაზის მოსახლეობას მშვიდობიანად ცხოვრებაში. ჩვენ შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყონ, ვინ არის ნამდვილი მტერი. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სანქციების გაუქმებისკენ და, მხარდამხარ ისრაელის გვერდით დგომისკენ“, – დაწერა მარკო რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი და რამდენიმე სამხედრო მეთაური დაიღუპა.

სოზარ სუბარი – დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში.„ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, როდესაც NGO „სამართლიანი არჩევნები“ USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გახარია საქართველოსთვის-მურუსიძის სასამართლოს პირობებში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა პატიმრობაში   გაატარეს მხოლოდ 3.5 წელი, 21 წლის მათე დევაძეს კი ჯოხის მოქნევის  გამო 4.5 წლით...

,,გახარია საქართველოსთვის-მურუსიძის სასამართლოს პირობებში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა პატიმრობაში   გაატარეს მხოლოდ 3.5 წელი, 21 წლის მათე დევაძეს კი ჯოხის მოქნევის  გამო 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა''-წერს გახარია საქართველოსთვის.

ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტს ეკა მიშველაძეს სახდელის სახით ჯარიმა 4000-ლარი განესაზღვრა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.პროცესს არ დასწრებია არც ჟურნალისტი და არც მისი უფლებადამცველი.ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ნიკა გვარამია – არც ერთი ნაბიჯი უკან! -ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა და პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თავად მივა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ბოლო სიახლეები