ნატო-ში უკრაინის გზა შეუქცევადია, ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარკ რუტემ განმარტა, თუ რატომ შედგება ჰააგის სამიტის დეკლარაცია მხოლოდ ხუთი პუნქტისგან.
„ეს არ არის ტრადიციული კომუნიკე, რომელიც გვინახავს წარსულში ნატო-ში, სადაც არის 60 გვერდი, 90 პარაგრაფი, სადაც საუბარია ქრისტეშობიდან დღევანდელ დღემდე და ყველაფერზე ამ პერიოდებს შორის“, – უპასუხა მარკ რუტემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ არის ჰააგის სამიტის დეკლარაციაში ნახსენები ბალკანეთის რეგიონი.
ამასთან, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი, კვლავ რჩება ძალიან ჩართული აღნიშნულ რეგიონში. მან ახსენა თავისი ბოლო ვიზიტები ბალკანეთში.
„თუმცა, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვსურდა, კი არ გაგვეხსენებინა ყველა ის ფორმულირება, როგორიცაა ნატო-ში უკრაინის შეუქცევადი გზა, რადგან ის კვლავ ძალაში რჩება და ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, არამედ ფოკუსირებული ვიყავით სამ ძირითად საკითხზე ხუთ პარაგრაფში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.