ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

მარინა კალიურანდი: ყველამ მოვუწოდეთ სააკაშვილს არ დაძაბოს სიტუაცია და არ მიმართოს რაიმე სახის დამატებითი პროვოკაციას

მე არ მინდა სხვა ევროპარლამენტარების სახელით ვილაპარაკო, ამიტომ ვიტყვი მკაფიოდ ჩემს სათქმელს. შევხვდით მიხეილ სააკაშვილს და ყველამ მოვუწოდეთ სააკაშვილს არ დაძაბოს სიტუაცია და არ მიმართოს რაიმე სახის დამატებითი პროვოკაციას და გამოიყენოს მთელი მისი პოლიტიკური წონა, მთელი მისი პოლიტიკური ცოდნა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვაში წვლილის შესატანად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემი და დანარჩენი ევროპარლამენტარების გზავნილები შეხვედრაზე იყო ძალიან მკაფიო. გუშინდელი შეხვედრა გზავნილის თვალსაზრისით იყო საერთო და გასაგები. ყველა ევროპარლამენტარი ამ თემაზე თანხმდება და ვერ ვხედავ გზას, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენი მოსაზრებების ინტეპრეტაცია. საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე 2 კვირაზე მეტია დარჩენილი. სამწუხაროდ, მე მესმის საქართველოდან, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ამზადებენ ხალხს, არ ცნონ ადგილობრივი არჩევნების შედეგები. მე არ მგონია ეს სწორი იყოს. ჩვენ გვყავს საერთაშორისო დამკვირვებლები. ოდირი არის ძალიან ცნობილი და ყველა მათ პატივს სცემს. ოდირის მისია უკვე საქართველოშია. რაც არ უნდა იყოს ოდირის დასკვნაში დამკვირვებლების შეფასებებს პატივი უნდა ვცეთ. მე არ ვიცი რა იქნება, არც არავინ იცის ჯერ და ნურავინ იწინასწარმეტყველებს. ჩემი მიზანია და ყველას მიმართ ჩემი რჩევაა, ოდირის დასკვნას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პატივი სცენ“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბექა ძამაშვილი 20 ივინსის საქმეზე: ეს გამოძიების შესწავლის საგანია – რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება კანონის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და ასევე იმას, რომ როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სახელმწიფოს შეუძლია ძალის, სპეციალური საშუალებები გამოყენება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიებაზე საუბარზე.მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე კეთდება.„რაც შეეხება გამოყენებული ძალის პროპორციულობას, ამ მიმართულებით იყო მთავარი მითითებები და შენიშვნები გაკეთებული ევროპული სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გამოძიებამ ეროვნულ დონეზე სრულყოფილად უნდა შეისწავლოს ეს საქმე და გააანალიზოს ამ ოპერაციის დაწყების მომენტიდან რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო სპეციალური საშუალებების ამ ფორმით გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელებზე. ეს გამოძიების შესწავლის საგანია - რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა“, - განაცხადა ძამაშვილმა.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში მოთხოვნილია, კომისიას მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, იყოს სათანადო ზომები მიღებული კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.„2017 წლიდან საქართველომ ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით, რაც შესაძლებელი გახდა ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ. უვიზო რეჟიმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და მოუტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებს. ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის (ვიზის რეგულაცია) 8(4) მუხლის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ვიზის შეჩერების მექანიზმს, ევროპული კომისია სისტემატურად აფასებს მესამე ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შენარჩუნებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შესაბამისი დიალოგი. 2024 წლის 6 დეკემბერს ევროპულმა კომისიამ მიიღო მეშვიდე ანგარიში ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიის ანგარიშმა გაუსვა ხაზი საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია. ისინი მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი LGBTIQ პირების უფლებები. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის ცვლილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციურობას.იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან.გთხოვთ, მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს ამ გამოწვევას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს მათი შესრულების დონეს ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.შეფასების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული. პატივისცემით, ბეატე გმინდერი“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში.წერილს ასევე თან ერთვის რეკომენდაციების სრული სია:„რეკომენდაციები, რომლებიც ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართება საქართველოს:უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციასა და განკარგვის კუთხით.მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს“წერილის თანაადრესატები ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

გიორგი გახარია – მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე – თუ აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ, თუ საქართველოში – იქ ვიბრძოლებ,...

საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია - ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე, თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, მის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან კომენტარში განაცხადა.გიორგი გახარიას აზრით, ამ ეტაპზე მისი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს. სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალ შესაძლოა ვიღაცამ გაიგოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან რამდენჯერმე მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს. უნდა გვესმოდეს მთავარი დეტერმინანტი - დილით, როცა მთავრობა იღვიძებს, ბიტკოინსა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელვებს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაცია... ამათ მოპარული ფული ადარდებთ ვის ხელშია.ვარ თუ არა ციხისთვის მზად რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ.ჩემი აზრით, ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია, ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უვიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიმიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის დაკარგვა არ შეიძლება, ეს უბრალოდ ბოროტებაა და „ოცნებას“ ეს აწყობს და ძალიან გაუხარდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.ასევე გიორგი გახარია, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით 15 ივლისს გამართულ მოსმენასაც გამოეხმაურა.„გზავნილი ძალიან მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს, რომ კონსენსუსს მიაღწიოს, თუ როგორ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ორიენტაციის ცვლილებაში, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. „ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს. ყველაფერი მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოსთხოვენ გაასაჯაროოს თუ რა სახის წერილი მიიღო ევროკომისიისგან, თუ რა ვადებსა და პირობებზეა საუბარი. თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის იღვწის და მათთვის შრომობს, მაშინ გაასაჯაროონ. ჩვენი მიზანია, რომ ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით დავიცვათ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა ხომ გახსოვთ - „საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის და ხედავენ ცხოვრება როგორია და მერე თვითონაც უნდებათ კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იმავეს მოგვთხოვენო“. თვითონ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მოპარული ფულის დასაცავად - ერთმანეთს ესვრიან და ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ. დღეს ჩვენ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც წყალს ატანს ყველაფერს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რომ ევროპას დავახლოებოდით. ქვეყანას ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული ამოძრავებს. არარაობები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ უცხოური ფონდებისგან ხელფასის მიღების გარდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმებას, გიორგი გახარია აღნიშნულს თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ.„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და უნდა ავუხსნათ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივ ძალად ჩამოყალიბდა.მემორანდუმის არსი იყო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კონკურენციაში ვიყოთ? უნდა ვითანამშრომლოთ და ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შევთანხმდებით, ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება, ასევე ვაპირებთ საუბარს იმ პატიების ამომრჩევლებთან, რომლებიც დღეს ბოიკოტში არიან, ოღონდ სადაც ნეიტრალური კანდიდატები გვეყოლება წარდგენილი. ჩვენ ყველაფრისთვის ღიად ვართ. პარტიული დაპირისპირებები წარსულში უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პეტერ ფიშერი – გავეცით სამ მილიონ ევროზე მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ გაერო-ს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტს საქართველოში, ამის დიდი ნაწილი ლტოლვილების მხარდაჭერას ემსახურება

გავეცით სამ მილიონ ევროზე მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ გაერო-ს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტს საქართველოში, ამის დიდი ნაწილი ლტოლვილების მხარდაჭერას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.მისივე თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამის საშუალებით, ლტოლვილები შეძლებენ საჭირო სერვისების მიღებას.„საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. უკრაინაზე რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. ეს არის თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობიან წესრიგზე ევროპაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გადავლახეთ ის დრო, როდესაც საზღვრები იცვლებოდა ძალის გამოყენებით ან იყო მცდელობა საზღვრების სამხედრო ძალით შეცვლის. რუსეთმა დაარღვია ეს წესრიგი, ჩვენ ამას არ ავიტანთ. ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ, რამდენიც დასჭირდება. ეს ჩვენს უსაფრთხოებას, თავისუფლებას აყენებს ზიანს. სხვათა შორის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასა და თავისუფლებასაც ეხება. ჩვენ გავეცით სამ მილიონ ევროზე მეტი, რათა მხარი დავუჭეროთ გაერო-ს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტს საქართველოში. ამის დიდი ნაწილი მიდის ლტოლვილების მხარდაჭერაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი თავის დახმარება, ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეძლებენ სერვისების მიღებას, შეძლონ ბიზნესის შექმნა. ამ რთულ დროში, როდესაც იძულებულნი არიან, გაიქცნენ თავიანთი სამშობლოდან, რათა შეძლონ გარკვეული შემოსავლის მოპოვება და გადაირჩინონ თავი ამ საშინელ დროს“, – განაცხადა ფიშერმა.

საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო/ოდირ-ის დირექტორთან შეხვედრა გამართა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორთან, მარია ტელალიანთან.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 7 ივლისს გავრცელებული განცხადების თაობაზე.„შეხვედრაზე ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთო-ს ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულება და იმედი გამოითქვა, რომ მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა გაგრძელდება.ამასთან, ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, ეფუძნება ფაქტობრივ უზუსტობებსა და აღქმებს და არ შეესაბამება საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.აღინიშნა, რომ ორგანიზაციის დირექტორის  განცხადება ხელს არ უწყობს ქვეყანაში კონსტრუქციული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ განცხადებაში გაჟღერებულია გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა, აღქმული იქნეს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ცნობით, ყურადღება ასევე გამახვილდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.„ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, აღნიშნული ანგარიში უსაფუძვლო თავდასხმის ობიექტი გახდა ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან – ევროპარლამენტის რეზოლუციამ ეჭვქვეშ დააყენა ორგანიზაციის ანგარიში და მეთოდოლოგია, რითიც შეილახა მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია.ქართულმა მხარემ გამოთქვა წუხილი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისზე (OSCE/ODIHR)  აღნიშნულ თავდასხმებს არ მოჰყვა სათანადო რეაგირება ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს ელჩმა გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან კონსტრუქციულ ფორმატში.

ბოლო სიახლეები