ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.
საქართველოს წარმომადგენელი მე-10 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Freedom შეასრულა.
დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.
ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.