სამშაბათი, აპრილი 7, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – ხელისუფლების პოლიტიკაა, ბალანსით, დიალოგით სწორი გამოსავალი მოიძებნოს სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის

ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მუდმივად ემყარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების საკითხი კი განსაკუთრებულად პრობლემურია ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ძალიან ღიად საუბარი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში  პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ძალიან სწორი და მისასალმებელი ფორმატია აღნიშნული დებატები, რადგან, სხვადასხვა პოზიციისა და მოსაზრების მიუხედავად, ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ საკითხი, რასაც დებატები ეხება, ნამდვილად პრობლემაა და აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, თუ რა იწვევს ფასების ზრდას და მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86-პროცენტიან ფასნამატზეა საუბარი, ასე ვთქვათ, საზღვრიდან თარომდე. ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის ცხრა პუნქტი, რომელიც პირდაპირ აისახება ფასნამატზე. ეს ცხრა პუნქტი, მათ შორის, ის საკითხებია, რომლებიც დადასტურებულია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობას. მისი თქმით, შეხვედრები შედგა, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშესთან, ვინც დაკავშირებულია და ფასწარმოქმნის ჯაჭვში მონაწილეობს.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით, წარმოდგენილია ცხრა ტიპის გადასახადი. რომ შევადაროთ, სახელმწიფოს, ჯამში, ექვსი გადასახადი აქვს, თუ ჩავთვლით ქონების გადასახადსაც“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის მოსაზრებით, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე.

„არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხდება ქართულ ქსელურ მარკეტებში და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა უპირველესად არის ის, რომ ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი მოიძებნოს იმისთვის, რომ გაიაფდეს სამომხმარებლო პროდუქცია და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ამასთან, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზარდა და 115.61 დოლარს მიაღწია.როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ნავთობის ფასი ხუთშაბათიდან მოყოლებული 100 დოლარს არ ჩამოსცილებია, რისი მიზეზიც, მედიის ცნობით, ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარაა.ცნობისთვის, გასულ წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 69 დოლარი იყო.

გურამ მაჭარაშვილი – კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-დან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა, ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას

კარგია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან უსამართლო განცხადებები არ გაკეთებულა. პირიქით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა ერთ-ერთში ემთხვევა საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირთან დაპირისპირების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, მათ შორის ამერიკაში ვიზიტის თვალსაზრისით, ეს ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“.„ამერიკის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მათ მხარდამჭერებსაც აღარ აინტერესებთ. 4 ოქტომბრის შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი – აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაც არაერთხელ დამტკიცდა, კარგია, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა მზარდია

აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია და ეს არაერთხელ დამტკიცდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, კარგია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა მზარდია.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მსოფლიოსა და რეგიონში დიდი გამოწვევაა, დავინახეთ, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, სადაც რა თქმა უნდა, საქართველო მონაწილეობს. აზერბაიჯანი შუა დერეფანში მთავარ ფორმატს ქმნის, მნიშვნელოვანი მონაწილეა. კარგია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ასეთი სახის პარტნიორობაა, რომელიც მზარდია. პრეზიდენტ ალიევის განცხადება, რომ შუა დერეფანში საქართველოს დიდი როლი აქვს, იმას ამტკიცებს, რომ შუა დერეფანში საქართველოში მომავალშიც უფრო მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კახა კალაძე – საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერების ვიზიტები ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს

რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ.„ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება აღნიშნულ დერეფანზე სასურველია. ის, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს როლს ამ კუთხით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟი, შეურაცხყოფა და მუქარა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ვიცით, ამის მიზეზიც – არ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამიტომაც აქვთ აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსადმი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა – „მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა.„მოუთმენლად ველოდებით ამ მოგზაურობას. მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას. ვისაუბრებთ აშშ-უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე. მათ შორის ევროპაზე, უკრაინაზე და ყველა სხვა საკითხზე“, – განაცხადა ვენსმა ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.თეთრი სახლის ცნობით, ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა. ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.

ბოლო სიახლეები